პოლიტიკა

პრეზიდენტი: საქართველოს განვითარება ჟურნალისტების გარეშე შეუძლებელია

04.05.16 15:25


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს მსოფლიო პრესის დღე მიულოცა და ხაზი გაუსვა მათ მნიშვნელობას ქვეყნის განვითარების პროცესში.
საერთაშორისო ორგანიზაციის Freedom House-ს 2016 წლის მოხსენების თანახმად, საქართველომ ევრაზიის რეგიონში მედიის თავისუფლების დონით პირველი ადგილი დაიკავა. საქართველომ 100 შესაძლებლიდან 49 ქულა დააგროვა და რეგიონში ყველა თავის მეზობელს გაასწრო.

მარგველაშვილმა განსაკუთრებით აღნიშნა რეგიონალური მედიის მნიშვნელობა ქვეყნის განვითარების საქმეში. პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ყველა ხელისუფლების, სახელმწიფო მოხელის მოვალეობაა თავისუფლების გამოხატვის დაცვა და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა.

პრესის მსოფლიო დღე 1994 წლიდან ყიველ წელს 3 მაისს აღინიშნება.
იგი გარეოს გენერალურმა ასემბლეამ დააწესა 1993 წლის 20 დეკემბერს მიღებული სპეციალური რეზოლუციით.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 19


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები