პოლიტიკა

გია ვოლსკი საოკუპაციო ხაზიდან გატაცებებზე: ამ ყველაფერს ხელი სააკაშვილმა შეუწყო

10.06.16 18:50


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი საოკუპაციო ხაზიდან გახშირებულ გატაცებებს გამიზნულ ქმედებად აფასებს და ამბობს, რომ ამ ყველაფერს ხელი ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეუწყო.

დეპუტატი აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას ყოფილ ხელისუფლებას აკისრებს.

„ხელისუფლებამ, რომელმაც დაუშვა ამ ტერიტორიების გასხვისება, რომელმაც დაუშვა ოკუპაცია, მთავარი პასუხისმგებელი თითოეულ ჩვენგანისა და თითოეული ოჯახის წინაშე ის არის. შემდეგ იწყება ჩართულობა საერთაშორისო მექანიზმების. ეს არის გამიზნული ქმედებები, რომელსაც შეუწყო ხელი სააკაშვილმა და დღემდე ამ უბედურებას ვიმკით რაც მან და პუტინმა ერთად დათესეს თავის სტრატეგიული გეგმებით“, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ხაზიდან შეიარაღებულმა პირებმა ორი მამაკაცი გაიტაცეს.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები