ანალიტიკა

დაშნაკური ტერორიზმი თურქესტანისა და აზერბაიჯანის ისტორიაში

21.06.17 14:35


ХХ საუკუნეში სომეხი ნაციონალისტების ტერორიზმი მწვავე ფორმებით გამჟღავნდა არა მხოლოდ აღმოსავლეთ ანატოლიისა და სამხრეთ კავკასიის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, არამედ თურქესტანის ფერგანის ხეობის მშვიდობიან მოსახლეობასაც 1918 წელს. უზბეკი სწავლულები და პუბლიცისტები სისტემატურად აწარმოებენ სპეციალური გამოკვლევებს საარქივო მასალების კომპლექსის მეშვეობით, რათა შესწავლილი იქნას თურქესტანში ბოლშევიკური პოლიტიკის შედეგები. სომეხმა დაშნაკებმა 1918-1919 წლებში არა მხოლოდ ამოხოცეს ფერგანის ხეობის ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ გაანადგურეს ხეობის ყველა ქალაქი და 180 სოფელი, დახოცეს ან განდევნეს ათასობით მშვიდობიანი მოსახლე.

დაშნაკთა ქმედებების ხელწერა და მეთოდები თურქესტანში, ზუსტად ასე მეორდება კავკასიაშიც. ხელწერათა და მეთოდთა ანალოგიურობა განსაკუთრებით ვლინდებოდა ისეთ დანაშაულებრივ ქმედებებში, როგორიცაა ბავშვების, ქალებისა და მოხუცების მკვლელობაში.

ქალებისათვის მკერდის მოკვეთა, მცირეწლოვანი გოგონების გაუპატიურება, თვალების დათხრა, მიცვალებულთა შეურაცხყოფა, კიდურების მოჭრა, ცოცხალი ადამიანის დანაწევრება.

დაშნაკების ამგვარმა არაადამიანურმა ქმედებებმა ბოლშევიკების წინააღმდეგ ადგილობრივი მოსახლების მხრიდან ბრძოლის პროვოცირებას შეუწყო ხელი. ბოლშევიკების მიერ დაშნაკთა გამოყენება 1918 წელს კავკასიასა და თურქესტანში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორის განსახორციელებლად უშუალოდ უკავშირდება რუსეთის იმპერიისა და ბოლშევიკების პოლიტიკასა და საქმიანობას, ასევე იმას, რომ მათი გავლენის გარანტად თურქესტანსა და კავკასიაში სომეხი ნაციონალისტები გვევლინებოდნენ. ბოლშევიკებს ესაჭიროებოდათ საყრდენი ძალა, რომელიც ტერორს განახორციელებდა ადგილზე.

ისევე, როგორც აქამდე, XXI საუკუნეშიც უამრავი ორგანიზაცია, რომელიც ზესახელმწიფოებისა და დიდი რეგიონალური ქვეყნების ინტერესებს ლობირებენ, ასე ვთქვათ, „სომხური საკითხის“ გადაწყვეტის მიზნით, ცხადია, საკუთარი გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, კვლავაც გამოიყენებენ სომხურ ნაციონალ-შოვინიზმს. ამგვარი პოლიტიკის უკანასკნელი მაგალითია სომხურ-აზერბაიჯანული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, რომელმაც ათიათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მილიონობით მათგანი დევნილებად და იძულებით გადაადგილებულ პირებად აქცია და ოკუპაციის იერსახე მიიღო, სადაც აზერბაიჯანის მიწების 20% სომხურ სამხედრო ძალებს აქვთ დაპყრობილი.

შურჰატ (ბარლას) შლამოვი (უზბეკეთი)

ისტორიკოსი, პუბლიცისტი



KavkazPlus

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები