საზოგადოება

პატრიარქი დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახს დღეს შეხვდება

21.06.17 14:50


პატრიარქი დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახს დღეს, 13:00 საათზე შეხვდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა რამდენიმე დღის წინ განუცხადა.

„ჩვენ დავუკავშირდით დეკანზ გიორგი მამალაძის ოჯახს და შეხვედრა პატრიარქთან შედგება 21 ივნისს 13:00 საათზე. უნდა ვთქვათ, რომ მათი მხრიდან ასეთი კადნიერი და ულტიმატუმების ენით საუბარი, ძალიან არაკორექტულია. მადლობა მინდა ვუთხრა მის უწმინდესობას, რომ მიუხედავად ამისა, მან მაინც გადაწყვიტა შეხვდეს ამ ოჯახის წევრებს. ეს შეთანხმება მივიღთ საპატრიარქოში. მისმა უწმინდესობამ გადაწყვიტა ასე“, - განაცხადა მამა მიქაელმა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები