ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს

21.06.17 15:05


საქართველოში 2017 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 5,1%–ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.

მიმდინარე ფასებში მშპ-მა 2017 წლის იანვარ-მარტში 3,2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო დეფლატორმა 5,6% შეადგინა.

„ეკონომიკის აღორძინების შემდეგ ძირითადი სავაჭრო პარტნიორების მხრიდან მოთხოვნა გაიზარდა, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა შემოსავლები ტურიზმიდან და ექსპორტიდან.

გარდა ამისა, წინა წელთან შედარებით, გაიზარდა ფულადი გზავნილების მოცულობამ“, — განაცხადეს საქართველოს ეროვნულ ბანკში პირველი კვარტლის შედეგების შეფასებისას.

პირველ კვარტალში ზრდის ყველაზე დიდი მაჩვენებელი შემდეგ სფეროებში დაფიქსირდა: მშენებლობა — 21,6%, კავშირგაბმულობა — 11, 5%, სასტუმროები და რესტორნები — 8,7%, გადამამუშავებელი მრეწველობა — 8%, კომუნალური, სოციალური და საპენსიო მომსახურება — 7,9%, ფინანსური მოღვაწეობა — 6,8%, ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომსახურების გაწევა — 6,3%, ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება — 5,2%, ტრანსპორტი — 5,2%.

ყველაზე დიდი ვარდნა სოფლის მეურნეობისა (1,5%) და სახელმწიფო მმართველობის (1,3%) სფეროებში დაფიქსირდა.

მანამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში ვიზიტის შედეგების შეფასებისას აღნიშნა, რომ საშუალოვადიან პერიოდში საქართველოში ეკონომიკური ზრდა შესაძლებელის მთავრობისთვის მათი მხრიდან შეთავაზებული რეფორმების პროგრამების განხორციელებითაა შესაძლებელი. სტრუქტურული რეფორმების განხორციელება ხელსაყრელ პირობებს შექმნის კერძო ინვესტიციებისთვის, შრომის ნაყოფიერების გაზრდისა და ექსპორტის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის. მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობის სფეროები — 16,6%, ვაჭრობა — 15,3%, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა — 11,4%, მშენებლობა — 9,6%, სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა — 9%, სახელმწიფო მმართველობა — 7,8%, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა — 6,2%, ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლის მომსახურება — 5,7%.

საქართველოს მთავრობა მიმდინარე წელს მშპ-ის 4%-ის დონეზე გაზრდას პროგნოზირებს, ხოლო მსოფლიო ბანკი 3,5%-ის დონეზე (2016 წელს პროგნოზირებადმა მაჩვენებელმა 2,7% შეადგინა).

მსოფლიო ბანკის ანგარიშში ევროპისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ „ვაჭრობა გარდამავალ პერიოდში“ ნათქვამია, რომ საქართველოს ეკონომიკა მომავალში გაიზრდება —2018 წელს ეკონომიკური ზრდა 4%, 2019 წელს კი 4,5% იქნება. ეს განპირობებული იქნება იმით, რომ ინვესტიციების ზრდასთან და საექსპორტო ბაზრის გამოცოცხლებასთან დაკავშირებული ეკონომიკური აქტიურობა ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდის დაჩქარებას, ნათქვამია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები