საზოგადოება

"კლინიკა თუ კაფელით მოპირკეთებული საშხაპე" - როგორ გამოიყურება მეტროპოლიტენის ახალი სადგური "უნივერსიტეტი"

21.06.17 21:15


მეტროსადგური "უნივერსიტეტი", რომელიც რამდენიმე ათეული წელი დაკონსერვებული იყო უახლოეს პერიოდში გაიხსნება.

32 წლიანი ლოდინის შემდეგ, სოციალურ ქსელში გარემონტებული მეტროსადგურის ფოტოები ვრცელდება.

აღსანიშნავია, რომ განახლებული მეტროსადგურის ფოტოებმა საზოგადოების მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა. ახალი მეტროსადგურის ინტერიერმა საზოგადოების ნაწილს ფსიქიატრიული კლინიკის ასოციაცია გაუჩინა, დანარჩენების შეფასებით კი მეტრო "უნივერსიტეტი" კაფელ-მეტლახში გამოწყობილ დიდ, საერთო საშხაპეს გავს.

ცნობილია, რომ მეტროსადგური რამდენიმე კვირა სატესტო რეჟიმში იმუშავებს, სექტემბრიდან კი მოქალაქეებს სრული დატვირთვით მოემსახურება.

თბილისის ახალი მეტროსადგურის სამშენებლო სამუშაოები 2015 წელს დაიწყო. პროექტის ბიუჯეტი 83 მილიონ ლარს მოიცავს.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები