საზოგადოება

საქართველოში 83 კვების ობიექტი დაჯარიმდა

21.06.17 21:35


საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სტანდარტებისა და სანიტარული ნორმების დარღვევის გამო დააჯარიმა 83 კომპანია, რომელიც კვების პროდუქტების წარმოებით, რეალიზებით და მოხმარების ორგანიზებით არის დაკავებული.

12-დან 18 ივნისამდე თბილისსა და რეგიონებში საზკვების ობიექტებზე, აგრარულ ბაზრებზე, ხორცის, ხორცპროდუქტების და პურფუნთუშეულის წარმოებებში, საბავშვო ბაღებისა და სკოლების ბუფეტებში, მაღაზიებსა და საწყობებში 258 ინსპექტირება ჩატარდა.

შემოწმების შედეგად 83 დაჯარიმებული კომპანიიდან 28 დახურეს.

მსგავსი სახელმწიფო შემოწმებები პერმანენტულად ტარდება. სპეციალისტები აფიქსირებენ ნაწლავური ინფექციების დაავადებების, ეპიდემიისა და სხვა იმ დაავადებების შემთხვევებს, რომლებიც გამოწვეულია კვების უხარისხო პროდუქტებით; კვების პროდუქტების მიკრობიოლოგიური, ქიმიური ან ფიზიკური დაბინძურების შემთხვევებს, გარემოს დაბინძურების, ასევე მომხმარებლის მოტყუების შემთხვევებს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები