ანალიტიკა

სომხური პროტექციონიზმი

22.06.17 14:10


ხშირად ვფიქრობდი იმაზე, თუ რატომ არ იყო არანაირი დაძაბულობა სლავურ ეთნოსსა და ადგილობრივ სომხებს (რომლებიც რეგიონში ეკატერინეს ეპოქის XVIII საუკუნეში გამოჩნდნენ) შორის საბჭოთა კავშირის პერიოდში როსტოვსა და კრასნოდარის მხარეს. ხოლო სსრკ-ს დაშლის შემდეგ და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დაწყებასთან ერთად, როცა სასომხეთის რესპუბლიკამ მზაკვრულად განახორციელა აზერბაიჯანული ტერიტორიების ოკუპირება, რუსეთის სამხრეთით თითქმის ყველგან გამოჩნდნენ ძლიერი სომხური დანაშაულებრივი დაჯგუფებები, რომელთა წარმოშობაც უცნობია.

ექსპერტების აზრით, ეს პირდაპირაა დაკავშირებული სომხური მოსახლეობის მასობრივ გადასახლებასთან სასომხეთიდან და აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქიდან 1990-იან. რუსეთში ისინი საკმაოდ შესამჩნევ მოსახლეობის ფენად იქცნენ ფინანსური შედინებისა და ადგილობრივი სახელისუფლებო ორგანოების კორუმპირებული წარმომადგენლებისათვის ქრთამის მიცემით, ისინი იგნორირებას უკეთებდნენ ადგილობრივი სომხური მოსახლეობის ისტორიულ მემკვიდრეობას, რომლებიც აქამდე მშვიდობიანად ცხოვრობდნენ სხვა ეთნოსებთან ერთად და არ ჰქონდათ პრეტენზია „უძველეს ერობაზე“. იქ ჩასული ემიგრანტები ადგილობრივ თანამემამულეებს არაფრად აგდებდნენ, ხშირად ვყოფილვარ იმის მომსწრე, თუ როგორ აყენებდნენ შეურაცხყოფას ჩამოსულები ადგილობრივებს და ბრალს სდებდნენ მეორე ხარისხოვნებაში და „დიადი სასომხეთის“ იდეის ღალატში.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ადგილობრივი სომხები ეთნიკურად სრულიად სხვა ადამიანები არიან,რომელიც ძალით დაუქვემდებარეს გასომხებას ეჩმიაძინის წყალობით მრავალი წლის განმავლობაში. ჩემთვის მთავარი სიახლე ის გახლდათ, რომ სომხები პირდაპირი შთამომავლები იყვნენ ძველი მომთაბარე და ყივჩაღთა ტომებისა, რაც რუსეთში ნაკლებად იციან, სომეხთა უძლიერესი პროპაგანდის წყალობით.

აღსანიშნავია, რომ როსტოველი მკვლევარი ედუარდ ვართანოვი-სომეხ-ყივჩაღთა შთამომავალი, უკვე დიდი ხანია სწავლობს დონის სომეხ ყივჩაღთა და მეზობელ რაიონებს, ასევე მათი დეეთნიზაციის პროცესს, - ანუ ეთნიკურ სომხებად მათ იძულებით გადაქცევას.

ასევე აუცილებელია აღვნიშნოთ უკრაინელი მკვლევარის, ყარაბაღის სომხებს შორის დაბადებულ-გაზრდილი არტურ აგაჯანოვის როლი, რომელიც ასევე ყარაბაღის ქრისტიანთა კულტურულ-ისტორიული და სულიერი მემკვიდრეობის გადარჩენის მომხრეა. ა.აგაჯანოვი, უამრავ ისტორიულ ფაქტსა თუ წყაროზე დაყრდნობით, ამტკიცებს, რომ აყრაბაღის ქრისტიანთა მნიშვნელოვანი ნაწილი ძალით გაასომხეს ეჩმეაძინის ეკლესიის დახმარებით, მსოფლიო საქრისტიანოს უძველესი ალბანური ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ. ყარაბაღელი სომხების მნიშვნელოვანი ნაწილი ყივჩაღები, უდინები და სხვა ერების წარმომადგენელნი იყვნენ, მაგრამ ისინი ძალით ჩაწერეს ეთნიკურ სომხებად. ყარაბაღის, ასევე როსტოვის, სტავროპოლის, კრასნოდარის, დონისა და სხვა რეგიონების კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იძულებითი გასომხება და „დიადი სასომხეთის“ ისტორიული კონცეპციის სომხური პროპაგანდაა.

ყველა ეს ისტორიული ფაქტი ყურადღებით უნდა გადაფასდეს მსოფლიო თანასაზოგადოების მიერ და ყველამ ერთად მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი სომხურ-ყივჩაღური თვითმყოფადი კულტურის, ენისა და ისტორიის გადარჩენას, ვინაიდან იგი თურქული ეთნოსია.


ევგენი მიხაილოვი, დონის როსტოვი (რუსეთი)

„რუსეთის სამხრეთის ანალიტიკა“ პერიოდული გამოცემის მთავარი რედაქტორი



KavkazPlus

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები