ანალიტიკა

სომეხ ექსტრემისტებს ჰყოფნით თავხედობა საქართველოს მთავრობას «ასწავლონ»საქართველოს კონსტიტუციის მართებული განმარტება, რომელიც თავადვე ფეხქვეშ გათელეს

22.06.17 14:40


24 აპრილი სომეხი ნაციონალისტებისათვის «საკრალური» თარიღია. ეს დღე სომეხმა ცრუ-ისტორიკოსებმა მითიურ დღედ გამოაცხადეს „ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდისა“.

ამასთანავე, როგორც ჩანს, 2017 წ. სომეხი ექსტრემისტების განსაკუთრებულად პროვოკაციული ღონისძიებების ჩატარება აღნიშნულ „თარიღთან“ დაკავშირებით სწორედ საქართველოში იგეგმებოდა.

უკანასკნელ დღეებში საქართველოს ხელისუფლება უბრალოდ ვერ ასწრებს რეაგირებას სომხური ლობის პროვოკაციულ გამოწვევებზე. როგორც კი საქართველოს ხელისუფლებამ სომხებით დასახლებული ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დეპუტატები დაარწმუნა იმაში, რომ არ გაეტანათ სხდომაზე გენოციდის საკითხი, ამას მაშინვე მოჰყვა პროვოკაციული მოთხოვნები „გენოციდური“ ღონისძიებების ჩატარების თაობაზე საქართველოს დედაქალაქში, თბილისში.

კერძოდ, ერთ-ერთ ამგვარ ადგილად მითითებული ღონისძიების ჩასატარებლად სომხებმა შეარჩიეს თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ფიზიკურად არ არის მოწყობილი ისე, რომ იქ აქციის ჩატარება მოხერხდეს, აქ მწირი ადგილის გამო ნებისმიერი სახის ხალხმრავლობა გამოიწვევს საგზაო მოძრაობის შეფერხებას, რომ აღარაფერი ვთქვათ ექსცესების წარმოქმნის საშიშროებაზე– ვინაიდან თავის „გენოციდურ“ აქციებზე სომეხი ექსტრემისტები შეგნებულად აღვივებენ ეროვნულ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ამგვარ ღონისძიებებზე როგორც წესით თურქეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს ადანაშაულებენ.

საქართველოში არსებულმა სომხურმა თემმა (სათვისტომომ) თბილისის მერიისაგან რეკომენდაცია მიიღო, რომ სომეხთა გენოციდის მორიგ წლისთავთან დაკავშირებით (24 აპრილს) თურქეთის საელჩოსთან რაიმე საპროტესტო აქცია არ ჩაატაროს. ოფიციალური მიზეზი - ქუჩაში მოძრაობას ხელი არ უნდა შეეშალოსო, მაგრამ სომხები თავის გადაწყვეტილებას მაინც არ ცვლიან. სომხურმა ლობმა დაუნდობელი ანტიქართული კამპანია წამოიწყო ყველა მედია საშუალებაში, რომელზეც ქონდა გავლენა, რუსული მედიის ჩათვლით.

ასე, მაგალითად, 2017 წლის 24 აპრილს, ცნობილ რუსულ გამოცემაში „დამოუკიდებელი გაზეთი“ გამოქვეყნებული იქნა ანტირუსული პროვოკაციული მასალა სახელწოდებით „თბილისი იძულებულია თურქეთის სურვილს ყველაფერში ანგარიში გაუწიოს“.

სტატიის ავტორი, აშკარად სომეხი დამკვეთების რჩევით, ჭკუას არიგებს საქართველოს ხელისუფლებას: «საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ყველა ისეთი აქციის გამართვას, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ არაა მიმართული, ხელისუფლების ნებართვა არ ჭირდება, საკმარისია მხოლოდ შესაბამისი ორგანოების ინფორმირება, აქციის მიზნის მოკლე აღნიშვნით.

თავის მხრივ, ხელისუფლების ორგანო ამ ინფორმაციას ცნობად იღებს და თუ იმ ადგილზე სხვა აქციის გამართვაა დაგეგმილი, მაშინ ის აქციის გამართვის ორგანიზატორებს ალტერნატიულ ადგილს სთავაზობს, მაგრამ თბილისის მერია უფრო შორს წავიდა და სომეხთა თემს (სათვისტომოს) წერილობითი რეკომენდაცია მისცა, რომ თურქეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია არ გამართოს, ვაი თუ ქუჩაში საავტომობილო მოძრაობა შეფერხდესო. კანონის მიხედვით, მერიამ თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა, რადგან 24 აპრილის დღის ორ საათზე თურქეთის საელჩოსთან არანაირი სხვა ღონისძიება არ იგეგმება.»

მოგვიწევს კიდევ ერთხელ შევახსენოთ სომეხ ნაციონალისტებსა და საქართველოს მოქალაქე სომეხი ეროვნების მაცხოვრებლებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ჯერ ერთი, აფხაზეთი და ცხინვალი მის განუყოფელ ნაწილებად ითვლება, მეორეც, ყველა უკანონო სეპარატისტული ბანდფორმირების მონაწილე, ბაგრაიანის სახელობის სომხური ბატალიონის ჩათვლით, რომლებიც აფხაზეთში საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდნენ და მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის ეთნიკურ წმენდას ახორციელებდნენ, დამნაშავეები არიან და მესამეც, საქართელოს მოქალაქეების ქონება ხელშეუხებელია – ამიტომ აფხაზეთის ქართველი დევნილების ის მიწები, ბინები და სახლები, რომლებიც სომეხმა ყაჩაღებმა მიითვისეს, უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს – ქართველ დევნილებს, რომელთაც საკუთარ მიწაზე დაბრუნების საშუალებას სასომხეთი არ აძლევს, რომელიც მუდმივად დევნილთა დაბრუნების წინააღმდეგია გაეროს გენერალურ ასამბლეაზე.

მას შემდეგ, რაც საქართველოს სომეხთა სათვისტომო, უფრო სწორედ მისი ნაწილი, რომელიც სახლობს აფხაზეთის ძირძველ ქართულ მიწაზე, შეასრულებს სომეხი ექსტრემისტების მიერ ფეხქვეშ დაუნდობლად გათელილ საქართველოს საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ზემოთ ხსენებულ ნორმებს, მას ექნება უფლება ქართველებს „განუმარტოს“ თავისივე კონსტიტუცია თბილისსა და სხვა ადგილებშიც ანუ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც აფხაზეთიდან დევნილ ქართულ მოსახლეობას დაუბრუნდება საკუთარი ქონება და დევნილებიც სახლებს დაუბრუნდებიან და მიყენებული ზიანის სანაცვლოდ გადაუხდიან ანაზღაურებას.

მანამდე კი, სომეხ ნაციონალისტებს, რომელთაც საქართველოს ამდენი ბოროტება მოუტანეს, არ გააცნიათ არავითარი მორალური უფლება საქართველოს მთავრობას საქართველოს კონსტიტუციის „მართებული განმარტება“ ასწავლონ.





KavkazPlus

წაკითხულია : 586


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები