პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი - ქუთაისი გახდება საერთაშორისო განათლების ძალიან მნიშვნელოვანი კერა, როგორც ეს იყო ისტორიულად

22.06.17 15:30


მემორანდუმის თანახმად, ქუთასის საერთაშორისო ტექნოლოგიური უნივერისტეტის პროექტში მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი შემოდის არა როგორც კონსულტანტი, არამედ როგორც პარტნიორი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქუთაისის საერთაშორისო ტექნოლოგიური უნივერისტეტის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ორი დღის წინ ქუთაისის უნივერისტეტსა და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომლის თანახმადაც, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი ამ პროექტში შემოდის არა როგორც კონსულტანტი, არამედ როგორც პარტნიორი და ამით ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი ხდება ერთობლივი პროექტი მიუნხენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან ერთად.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. მიუნხენის უნივერსიტეტი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე უნივერისტეტი და ვფიქრობთ, ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი, ჩამოყალიბდეს, როგორც საერთაშორისო რეგიონალური განათლების ცენტრი და ეს არის ნაბიჯი, რომელიც ადასტურებს, რომ ქუთაისი მართლაც გახდება საერთაშორისო განათლების ძალიან მნიშვნელოვანი კერა, როგორც ეს იყო ისტორიულად. ვფიქრობთ, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ამ პროექტის წარმატებას წინ არაფერი დაუდგება. ეს არის ისტორიული მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ვფიქრობთ, რომ ძალიან დიდი ზეგავლენას მოახდენს საქართველოს განვითარებაზე არა მხოლოდ მომავალი წლების, არამედ გაცილებით უფრო დიდი პერიოდის მანიძილზე, ამიტომ გილოცავთ ამ ძალიან დიდი წარმატებას“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მოხარულია, რომ საქართველო თანდათან ხდება ძალიან პოპულარული არა მხოლოდ მეზობელ ქვეყნებში, არამედ საკმაოდ დაშორებული ქვეყნებიდან ჩამოდის ძალიან ბევრი სტუდენტი განათლების მისაღებად.

„ქუთაისის უნივერისტეტი იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო ინსტიტუცია მთლიანად ევროპაში. დარწმუნებულები ვართ ამ პროექტის წარმატებაში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები