საზოგადოება

მეუფე ილარიონი - ფუნდამენტალური საკითხებია, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ და რომელსაც არ ითვალისწინებენ

10.06.16 19:45


წმინდა სინოდმა ერთსულოვნად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ეკლესია წმინდა და დიდ კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს საპატრიარქოსთან მესტია-ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა წმინდა სინოდის კრების დასრულების შემდეგ განუცხადა.

მეუფე ილარიონის განცხადებით, სინოდმა ერთსულოვნად მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს სამოციქულო ეკლესია ამ კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს.

„არის ისეთი ფუნდამენტალური საკითხები, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ და რომელსაც არ ითვალისწინებენ. კონკრეტულად თუ რა არის ეს საკითხები, საპატრიარქო განცხადებას შემდეგ გააკეთებს“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა.

სავარაუდოდ, განჩინების ოქმი დღესვე გამოქვეყნდება.

მართლმადიდებელი ეკლესიების წმინდა და დიდი კრება კუნძულ კრეტაზე 16-27 ივნისს უნდა გაიმართოს. კრების დღის წესრიგის შესათანხმებლად ჟენევაში (შამბეზში) 22-27 იანვარს მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების შეხვედრა ჩატარდა.

მართლმადიდებელ ეკლესიათა წმინდა და დიდი კრებაზე იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე როგორიც არის: მართლმადიდებლური ეკლესიების ურთიერთობა სხვა არამართლმადიდებელ ეკლესიებთან, ქორწინების დამაბრკოლებელ მიზეზები, კერძოდ, შერეული ქორწინებები მართლმადიდებლებსა და არამართლმადიდებელს შორის, ქორწინება ნათესაური კავშირის შემთხვევაში და სხვა. ამ საკითხებთან დაკავშირებით მართლმადიდებელ ეკლესიებს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 721


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები