პოლიტიკა

მმართველი გუნდი პრეზიდენტის ვადის გახანგრძლივებას გეგმავს

22.06.17 16:45


საკონსტიტუციო ცვლილებები - დღეს ცნობილი გახდა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის ვადის გახანგრძლივებას გეგმავს. 2018 წელს არჩეული პრეზიდენტი თანამდებობას 6 წლით იმ დრომდე შეინარჩუნებს, ვიდრე ახალ პრეზიდენტს ხმოსნები არ აირჩევენ.

საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, 2018 წელს ხალხი პრეზიდენტს საბოლოოდ აირჩევს პირდაპირი წესით, 2023 წელს კი 300-მა ხმოსანმა და პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს თუ ვინ იქნება ქვეყნის პრეზიდენტი.

„არსებობს ასეთი ვერსია, რომ ხომ არ ჯობია 2023-ში იყოს და გახანგრძლივება თავის მხრივ ცალკე პრობლემას წარმოადგენს, ასევე განიხილება ის, ხომ არ სჯობია გახანგრძლივდეს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა, რაც თავისმხრივ გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს.

დარწმუნებული ვარ სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - აღნიშნავს მამუკა მდინარაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიირეს, რაც ვენეციაში იმყოფებოდნენ ისე, რომ არაფერზე უსაუბრიათ მანამდე:

„პრეზიდენტის ექვსი წლის ვადით არჩევა, როგორც იდეა ვის გაუჩნდა, ეს არავინ იცის, მაგრამ როდის გაჩნდა? მას შემდეგ, როდესაც ვენეციაში, ბერლინში ჩავიდნენ, მთელი ქვეყანა შემოიარეს, ყველა ოპოზიციურ პარტიას უკიჟინებდნენ, რომ ეს არის საუკეთესო საკონსტიტუციო პროექტი და უცბად მივიღეთ ის, რაზეც მათაც კი არ უსაუბრიათ“, - აცხადებს ნიკა მელია.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები