საზოგადოება
22.06.17 17:35
თბილისის საზოგადოებრივმა კოლეჯმა „სპექტრმა“ კომპანია „ხელოსნების ქალაქის“ ბაზაზე, ახალი ტრენინგ-ცენტრი გახსნა, სადაც პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები სწავლის პარალელურად სამუშაო პროცესში ჩაერთვებიან.
ახალ ტრენინგ-ცენტრში საპილოტო რეჟიმში განხორციელდება დუალური განათლების პროგრამა, რომელიც სწავლის სამსახურთან შეთავსებას ითვალისწინებს. ეს ეხება ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა „დურგლის“, „ხის მხატვრული დამუშავების“ და „ავეჯის კონსტრუირების“ მიმართულება. ცენტრი მემორანდუმის ფარგლებში გაიხსნა, რომელიც „სპექტრსა“ და „ხელოსნების ქალაქს“ შორის გაფორმდა. ის კადრების გადამზადებას და მათ შემდგომ დასაქმებას ითვალისწინებს.
გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებმაც საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის დუალური განათლების დანერგვის მნიშვნელობის შესახებ განაცხადეს.
„მიგვაჩნია, რომ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც ხელს უწყობს განათლების ეტაპზევე სტუდენტის ჩართულობას რეალურ სამუშაო გარემოში. ეს ძალიან კარგია როგორც სტუდენტისთვის, ისე დამსაქმებლისთვის, რადგანაც შესაძლებლობას იძლევა გაიცნონ ერთმანეთი განათლების პროცესში, შეაფასონ შესაძლებლობები და იფიქრონ მომავალ შრომით ურთიერთობებზე და თანამშრომლობაზე“, — განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილმა. გასულ წელს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უმაღლეს სასწავლო და პროფესიულ დაწესებულებებში განათლების გერმანული მოდელის დანერგვის მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეიმუშავა. გერმანული მოდელის ძირითადი პრინციპი — დუალური განათლებაა, რომელიც ითვალისწინებს, რომ სტუდენტს უნდა ჰქონდეს დრო საიმისოდ, რათა სწავლასთან ერთად სამუშაო პროცესში ჩაერთოს. აგრარული და საინჟინრო სექტორი, IT-ტექნოლოგიები — ეს ის მიმართულებებია, რომლებსაც სახელმწიფო მეტ ყურადღებას დაუთმობს, რათა ხელი შეუწყოს ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას.
წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/
წაკითხულია : 172
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24