საზოგადოება

უკრაინელ დეპუტატზე თავდასხმაში საქართველოს მოქალაქეებს სდებენ ბრალს

10.06.16 19:55


უკრაინელმა პოლიციელებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატზე, იგორ ლაპინზე თავდასხმაში ედებათ ბრალი, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ინციდენტი ქალაქ ლუცკში მოხდა 9 ივნისს.

ბოროტგანმზრახველებმა დეპუტატს, იარაღის მუქარით, საფულე გასტაცეს. იარაღი ლაპინმაც გამოიყენა და შვიდჯერ ესროლა თავდამსხმელებს, თუმცა უშედეგოდ — არავინ დაშავებულა.

დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან Volkswagen Passat B5–ით მიიმალნენ.

სისხლის სამართლის საქმე აღძრული ჯგუფური ბანდიტიზმისა და ყაჩაღობის მუხლით, რაც უკრაინის კანონმდებლობით, შ ვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 694


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები