საზოგადოება

ალექსანდრე ჯეჯელავა: საზაფხულო ბანაკებში 11 ათასი მოსწავლე დაისვენებს

22.06.17 17:55


“წელს 11 000 ბავშვი – მე-7, მე-8, და მე-9 კლასელი მოსწავლეები – სოფლის და ქალაქის მცირე სკოლებიდან დასასვენებლად საზაფხულო ბანაკში წავა”, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ ბავშვების უნარების ჩამოყალიბებისთვის საზაფხულო ბანაკს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

“წელს, საზაფხულო ბანაკში წავა 11 000 ბავშვი, მე-7, მე-8, და მე-9 კლასელი მცირე სკოლებიდან, ესაა სოფლის სკოლები და ქალაქის მცირე სკოლები, ესაა ის თემი, ის გარემო, საიდანც ყველაზე ნაკლები შანსი აქვთ ბავშვებს, რომ ბანაკებში მოხვდნენ და დასასვენებლად წავიდნენ. მხოლოდ დასვენება არ არის, ყველა ბანაკი შემეცნებითია. ძალიან გვიხარია, რომ გვაქვს ეკობანაკი, გვაქვს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, ერთობლივი ბანაკი.

ტრანსპორტიერებას, კვებას ყველაფერს უზრუნველყოფს სახელმწიფო. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ბავშვების უნარების ჩამოყალიბებისთვის . ჩვენ გვინდა, რომ მომავალ წლებში ეს პროცესი გაიზარდოს. წელს 11000 ბავშვია, შარშან 4000 ბავშვი იყო სულ ბანაკებში.

მინდა ყველა სამინისტროს დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის “, – აღნიშნა ჯეჯელავამ.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები