პოლიტიკა

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციური კანონის პროექტი განიხილა

22.06.17 19:25


პარლამენტმა, პირველი მოსმენით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციური კანონის პროექტი განიხილა.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ მოქმედი კონსტიტუციური კანონი როგორც შინაარსობრივ, ისე ტექნიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს და ვერ უზრუნველყოფს უფლებამოსილებების მკაფიო და ჯეროვან გამიჯვნას სახელმწიფოს, ავტონომიურ რესპუბლიკასა და თვითმმართველ ერთეულებს შორის.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ხარვეზებით არის დარეგულირებული ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ინსტიტუციური მოწყობა.

„მომზადებულია სრულიად ახალი კონსტიტუციური კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ. ესეც არის ფუნდამენტური ცვლილება და მიღწევა. დღევანდელ კონსტიტუციურ კანონში არის აბსოლუტურად ბუნდოვანი უამრავი საკითხი და ხარვეზი.

შემიძლია გავიხსენო ბოლოს მთავრობის თავმჯდომარის დამტკიცების და მთავრობის ფორმირების პროცესი. ისეთი ხარვეზები იყო კონსტიტიციურ კანონში, რომ თითქმის შეუძლებელი გახდა მთავრობის ხელახლა ფორმირება. დღეს ყველა ხარვეზი, რაც დაკავშირებულია ინსტიტუციურ მოწყობასთან, კომპეტენციებთან არის მოწესრიგებული. ესეც არის ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც შედის იმ კონსტიტუციურ კანონში, რომელიც არის საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილი კონსტიტუციის ძირითადი ტექსტის თანახმად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღეს, 15:00 საათზე გაიმართება კენჭისყრა, სადაც პირველი მოსმენით გავა საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილების პროექტი და აჭარის ავტონომური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციური კანონის პროექტი.

დღევანდელ განხილვასა და კენჭისყრის პროცესში საპარლამენტო ოპოზიცია არ მონაწილეობს.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები