პოლიტიკა

სააღსრულებო პროცესში სიახლეებს საბანკო სექტორი და ადვოკატები გაეცნენ

22.06.17 20:00


აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საქმიანობის სპეციფიკა, სააღსრულებო პროცედურები, არა სააღსრულებო სერვისები და ბიუროში მიმდინარე სიახლეები ადვოკატებსა და ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს გააცნო.

დამოუკიდებელმა ადვოკატებმა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს ვრცელი ინფორმაცია სააღსრულებო პროცედურებში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, მათ შორის, ბიუროს მიერ ახალ დანერგილი - ელექტრონული მაღაზიის თაობაზე, სადაც დაყადაღებული ნივთი მხარეთა თანხმობით, აუქციონის გამართვამდე, მისი საბაზრო ღირებულების 80 პროცენტად ელექტრონულ მაღაზიაში განთავსდება და მისი რეალიზაცია ონლაინ იქნება შესაძლებელი.

ასევე საუბარი შეეხო ბიუროს ისეთ მნიშვნელოვან სერვისებს, როგორებიცაა: გადახდისუუნარობა, ფაქტების კონსტატაცია, გამარტივებული წარმოება.

გაიმართა დისკუსია და დაფიქსირდა სხვადასხვა შენიშვნები და სიახლეების მიმართ დაინტერესება. საბანკო სექტორის წარმომადგენლებისა და ადვოკატების მხრიდან დაისვა არა ერთი კითხვა და გამოითქვა მოსაზრებები, ბიუროში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით.

შეხვედრა აღმასრულებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართა. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ უკვე განახორციელა შეხვედრები სტუდენტებთან, მოსწავლეებთან, სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან.

შეხვედრების მიზანს წარმოადგენს, აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის სპეციფიკის გაცნობა, სერვისების შესახებ ცნობადობის ამაღლება და ურთიერთობების განმტკიცება.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები