პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი დეპუტატებს: არ იძალადოთ პოლიტიკურ პროცესებზე პულტებით

22.06.17 21:15


„მოვუწოდებ დეპუტატებს, იმ ხალხს, ვინც უნდა გადაწყვიტოს კონსტიტუციის მიღება-არმიღების ბედი, თქვენ ხელში გაქვთ პულტები, შეეცადეთ, ეს პულტები არ გამოიყენოთ, რადგან ძალადობით, კონსტიტუციის მიღება არ არის სწორი ნაბიჯი“, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს.

პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს, არ იძალადონ პოლიტიკურ პროცესებზე პულტებით.

“იმის თაობაზე, რომ ასეთი სულისკვეთებით ვერ დაიწერებოდა ერთიანი ეროვნული თანხმობის დოკუმენტი, მე ქართულ საზოგადოებას მოვახსენე დაახლოებით 6 თვის წინ.

სამწუხაროდ, ჩვენ მივიღეთ კონსტიტუციის პროექტი, რომელსაც აქვს ნულოვანი კონსენსუსი.

არ არის თანხმობის ერთიანი დოკუმენტი. მას ხელს აწერს მხოლოდ ერთი პარტია, რაც აპრიორი ნიშნავს იმას, რომ დოკუმენტი არ არის თანხმობის, ერთიანი სულისკვეთების გამოხატვის დოკუმენტი. მინდა გავახსენო ქართულ საზოგადოებას, რომ 95 წელს, როცა პირველად დაიწერა კონსტიტუცია, მაშინ თითქოს ბევრად უფრო ადრე იყო დემოკრატია, მაგრამ მაშინ პოლიტიკოსებმა შეძლეს თანხმობის დოკუმენტის შექმნა. მას შემდეგ კონსტიტუციაში შეტანილი ყველა ცვლილება იყო ერთი პარტიის მიერ დაწერილი.

სამწუხაროდ, იგივე გრძელდება ახლა. მოვუწოდებ დეპუტატებს, იმ ხალხს, ვინც უნდა გადაწყვიტოს კონსტიტუციის მიღება-არმიღების ბედი, თქვენ ხელში გაქვთ პულტები, შეეცადეთ, ეს პულტები არ გამოიყენოთ, რადგან ძალადობით, თანხმობის გარეშე კონსტიტუციის მიღება არ არის სწორი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგათ. ნუ იძალადებთ პოლიტიკურ პროცესზე თქვენი პულტებით”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

ცნობისათვის, საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით ერთხმად მიიღო.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები