საზოგადოება

დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ არ მიიღო

22.06.17 21:30


საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ დეკანოზ გიორგი მამალაძის სარცელი თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თავად ედიშერ ქარჩავამ გაავრცელა.

საპატრიარქოს იურისტის თქმით, დეკანოზის სარჩელი, რომელიც მისმა იურისტებმა 10 დღის წინ შეიტანეს სასამართლოში, მის განცხადებას ეხებოდა, რომლის მიხედვითაც მამა გიორგი მამალაძემ 50 მილიონი ევრო გაათეთრა:

"ამის გამო, პატივისა და ღირსების შელახვისთვის მიჩივლეს, მაგრამ სასამართლომ არ მიიღო სარჩელი და საინტერესოა რატომ. იმ ბინძური წესების გამო, რომელსაც ეწევიან დეკანოზის უკან მდგომი ადამიანები და ე.წ.ციანიდის საქმის ორგანიზატორები", - განაცხადა ქარჩავამ.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები