პოლიტიკა
22.06.17 21:50
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს 35-ე სესიის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.
სიტყვით გამოსვლისას, სოფო კილაძე შეეხო პარლამენტის როლს, საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების საკითხს, განსაკუთრებით, უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის, როგორც გაეროს ერთ-ერთ ინსტრუმენტთან დაკავშირებით. სოფო კილაძემ ისაუბრა 2016 წელს განხორციელებულ იმ მნიშვნელოვან ცვლილებებზე, რომელთა საფუძველზეც საქართველოს პარლამენტს შეუძლია საპარლამენტო კონტროლი განახორციელოს, მათ შორის, გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის სხვადასხვა ინსტრუმენტთან მიმართებით აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებზე.
კილაძე თავის მოხსენებაში ასევე შეეხო 2017 წელს ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში გამართულ მოსმენებს ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის შუალედურ ანგარიშზე, ასევე, ბავშვთა უფლებების კონვენციის ოქმების შესახებ ანგარიშთან მიმართებით, გაეროს შშმ პირთა კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მოხსენებაში აღინიშნა პარლამენტის დიდი ძალისხმევა და შესაბამისი ღონისძიებები გენდერული თანასწორობის საკითხებთან მიმართებით.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე შეეხო არასამთავრობო სექტორისა და შესაბამისი ექსპერტების ჩართულობის როლსა და მნიშვნელობას კომიტეტის საქმიანობაში. აღნიშნული ღონისძიება გაიმართა საქართველოს სახელმწიფოს მიერ გაეროში საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენლის, შალვა ცისკარაშვილის ძალისხმევით.
ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, სოფო კილაძე შეხვდა UNICEF-ის პოლიტიკისა და დაგეგმვის პროგრამის უფროსს, ფაბიო საბატინის. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ბავშვთა უფლებების ახალი კოდექსის შემუშავებაზე, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივაა. UNICEF-ის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა ამ ინიციატივის მნიშვნელობას და გამოხატა მხარდაჭერა ბავშვთა კოდექსის შემუშავებასთან დაკავშირებით, ექსპერტული დახმარების თუ სხვა მიმართულებებით.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24