პოლიტიკა

ქიბარ ხალვაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს და “რუსთავი 2″–ის ჟურნალისტებს ხელშეუხებლობას ჰპირდება

10.06.16 20:15


როგორც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ხალვაშმა განაცხადა, იგი სიტყვის თავისუფლებას დაიცავს.

“სააპელაცოიო სასამართლომ გამოიტანა სამართლიანი განაჩენი და ბედნიერი ვარ. ჯერ სასამართლო დავა არ დასრულებულა, ალბათ გაასაჩივრებენ ზედა ინსტანციაში, მაგრამ მე იმედით ვარ, რომ სამართალი გაიმარჯვებს. ვფიქრობ, რომ ჩემი გეგმები უმრავლესობის სურვილის საწინააღდეგო არაა. ხალხს უნდა, რომ იყოს მშვიდობა , სტაბილურობა და იხილონ სამართლიანი ინფორმაცია ტელევიზიით.

მე ხელს არ შევუშლი, პირიქით ხელს შევუწყობ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც მუშაობენ და მათაც, ვინც შემოემატებიან კოლექტივს, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ის, რომ მუშაობდნენ სააკაშვილის ინტერესების დამცველად, მომავალში ამ მხრივ ჟურნალისტებს ხელი არ შეეშლებათ“, – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გაადაწყვეტილება ძალაში დატოვა. სამაუწყებლო კომპანიის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამაზ ურთმელიძის მიერ 2015 წლის 3 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნებას ითხოვდნენ.

მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ საქმეზე, ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, გადაწყვეტილება 2015 წლის 3 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში გამოაცხადა. ურთმელიძემ ქიბარ ხალვაშის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. რუსთავი 2-ის წილის 60% მან ქიბარ ხალვაშს, 40% კი ხალვაშის კუთვნილ კომპანია “პანორამას” გადასცა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 820


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები