ეკონომიკა

საქართველოში ინვესტიციებმა რეკორდი მოხსნეს

10.06.16 20:45


საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ პირველ კვარტალში 300 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც 103%-ით მეტია, გასული წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

აღნიშნული მაჩვენებელი რეკორდულია 2008 წლის შემდეგ, ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე.


საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით პირველ ადგილზე აზერბაიჯანია (137 მლნ აშშ დოლარი). პირველ სამეულში ასევე შედის თურქეთი (57 მლნ აშშ დოლარი) და დიდი ბრიტანეთი (44 მლნ აშშ დოლარი), ინფორმაციას ამის შესახებ „საქსტატი“ ავრცელებს.

პირველ კვარტალში ყველაზე დიდი ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში განხორციელდა — 200 მლნ აშშ დოლარი. ამ სფეროზე მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 53% მოდის.

საფინანსო სფეროში განხორციელებულმა ინვესტიციამ 58 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საერთო მოცულობის 15%-ია.

2016 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ენერგეტიკაში 40 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 11% —ია.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 1252


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები