საზოგადოება

საქალაქო სასამართლო მაგდა პაპიძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

10.06.16 21:05


საქალაქო სასამართლო მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.

„2016 წლის 10 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო ნაფიც მსაჯულთა განსჯადი სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა, ოჯახური დანაშაულის, კერძოდ, წინასწარი შეცნობით დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი, მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებული მ. პ.-ს მიმართ.

ღია სასამართლო სხდომაზე, მოსამართლემ დაცვის და ბრალდების მხარეებს და ნაფიც მსაჯულებს მათი უფლება-მოვალეობები განუმარტა. მსაჯულებს მიეცათ განმარტება გამოსაყენებლი კანონის თაობაზე, ასევე განემარტათ, რომ საქმეზე საბოლოო ვერდიქტის გამოტანამდე მათ ეკრძალებათ საქმის განხილვისას მიღებული ინფორმაციის გამჟღავნება, საკუთარი აზრის დაფიქსირება და სასამართლო პროცესს მიღმა საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება. დღესვე, წილისყრის საფუძველზე შეირჩა უფროსი მსაჯული და ნაფიცმა მსაჯულებმა დადეს ფიცი, მსაჯულის მოვალეობის პატიოსნად და მიუკერძოებლად აღსრულების თაობაზე.

დღევანდელ სხდომაზე, ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოადგინეს. შესავალი სიტყვის უფლებით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც.

ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა კონფიდენციალურია. მათი უსაფრთხოების მიზნით, სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირებს და პროცესის მონაწილეებს ეკრძალებათ მსაჯულთა ვინაობის გამხელა. სხდომის ფოტოგადაღება, კინო, ვიდეო, აუდიოჩაწერა და ეთერში გადაცემა უნდა განხორციელდეს ნაფიც მსაჯულთა გადაღების, მათი ვინაობის, გარეგნული ნიშნების და სხვა პერსონალური მონაცემების გამხელის გარეშე.

მომდევნო სხდომა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით 2016 წლის
13 ივნისს, 11:00 საათზე გაგრძელდება „ – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 883


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები