ანალიტიკა

აშშ-მ შესაძლოა ქართული მიწებით ზღოს სომხების მიერ რუსეთის ღალატისათვის

26.06.17 18:40


ამერიკული კომიტეტის სომხეთის ფონდი "ჯავახკის მხარდაჭერა " ტრადიციულად მარტში ჩასატარებელი საარჩევნო კამპანია წამოიწყო ლოზუნგით "ჯავახკის მხარდაჭერა - ეს არის ჩვენი მოვალეობა."

შეგახსენებთ, რომ ფონდის «ჯავახკის მხარდაჭერა» კომიტეტი აქტიურად მუშაობს აშშ დასავლეთ ნაწილში უკვე 15 წელიწადია. ამ ორგანიზაციის მიზანია სომეხი ჯავახკების «მორალური და ფინანსური» მხარდაჭერა, ასევე იმის უზრუნველყოფა, რომ საქართველოს ამ კუთხეში შეინარჩუნონ მრავალრიცხოვნება სომხური მოსახლეობისა.

2017 წელს წინა წლებთან შედარებით ფონდის „ჯავახკის მხარდაჭერა“ კამპანია მეტად განსხვავდება არნახული მასშტაბებით. ფონდის კომიტეტის თავმჯდომარე ლენა ბოზოიანი აღნიშნავს, რომ ქართული რეგიონის ჯავახეთის სომხობას პირდაპირი კავშირი აქვს სომხეთის გაძლიერებასთან და თუთოეულმა სომეხმა უნდა გააცნობიეროს მისი მნიშვნელობა.

როგორც სომხური გამოცემა Asbarez იუწყება, სომხური სკოლების კამპანიის ფარგლებში, აშშ-ში გავრცელებული იყო თემატური ბანერები, რომლებზეც სოლიდარობის ნიშნად გაკეთებული მოსწავლეთა ხელმოწერებია აღნიშნული. სკოლაში ასევე ტარდება ღონისძიებები, რომლებიც ძირითადად საქართველოს ჯავახეთის რეგიონში სომეხთა ცხოვრებას ეხება. სკოლაში ტარდება ღონისძიება შემოწირულობების შესაგროვებლად ჯავახეთის სომეხთა მხარდამჭერი პროგრამებისათვის, ასევ ახალგაზრდა თაობაშш ერთობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის განსავითარებლად.

გამომცემლობის მასალაში Asbares აღნიშნულია, რომ ფონდში „ჯავახეთის მხარდაჭერა“ შემოსული სახსრებით ჯავახეთის რეგიონში გახსნილი იქნა სამი სრულად აღჭურვილი ახალგაზრდული ცენტრი. 2 აპრილს იგეგმება შემოწირულობათა შეგროვების უფრო დიდი ღონისძიება, ტრანსატლანტიკური ლაინერის Queen Mary გემბანზე საქველმოწქმედო სადილის გამართვით. ბილეთის ღირებულება იქნება 125 აშშ დოლარი.

ზემოთ აღნიშნული სომხური კამპანია აშშ-ში ხორციელდება სომხეთის ირგვლის აგორებული საინტერესო გეოპოლიტიკური ინტრიგების ფონზე. როგორც ჩანს აშშ გარკვეული პოლიტიკურმა წრეებმა დაიწყეს ღიად ვაჭრობა ძლიერ სომხურ ლობისთან იმისათის, რომ სომხეთი რუსეთის გავლენის სფეროდან აშშ გავლენის სფეროში გადავიდეს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, უნდა განხორციელდეს სომხეთის მხრიდან რუსეთის ღალატი.

ცხადია, ეს ღალატი გარკვეული საზღაურის ფასად უნდა განხორციელდეს. დიდია ალბათობა იმისა, რომ სომხები აშშ-სგან მოითხოვენ, რომ მათ სხვისი ტერიტორიებით გადაუხადონ.

სასომხეთის მხრიდან რუსეთის ღალატის საფასური სავარაუდოდ იქნება საქართველოს სამცხე-ჯავახეთის მიწები, რომელსაც სომხები „უძველეს სომხურ მიწებს უწოდებენ“.

ეს სავსებით დასაშვებია, თუ იმას გავიხსენებთ, რომ ყარაბაღის სისხლიანი ეპოპეის დაწყებამდე სომეხი ნაციონალისტები განსაზღვრავდნენ თავისი ექსპანსიის მიმართულებას.

მაშინ ერთი ხმის უპირატესობით ყარაბაღულმა ანუ არწახულმა მიმართულებამ სომხური ექსპანსიისა გადაწონა ჯავახკური ექსპანსია. ის ერთი ხმა რომ არა, ის საშინელება, რომელიც აგორდა აზერბაიჯანის ყარაბაღში, განხორციელდებოდა სამხრეთ საქართველოში.

ამ დორს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პერიოდულად ახალი ძალით იფეთქებს სეპრატისტული ტენდენციების კერები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონი, სადაც უმეტესობა სომეხი ცხოვრობს, გახლავთ ყველაზე არასტაბილური ადგილი საქართველოში.

ადგილობრივი სომხები პერიოდულად გამოდიან სეპარატისტული ლოზუნგებით, ხოლო აპრილში 2016 წელს ტრადიციული ლამპირონებით მსვლელობისას ისმოდა მოწოდებები იმის შესახებ, რომ ჯავახეთი საერთოდაც „სომხური მიწაა“, ხოლო ქართველები – სტუმრები.

სამწუხაროდ, უამრავი ქართველი სწორად ვერ აფასებს იმის ალბათობას, რომ აშშ სომხებს «გადაუხდის» საქართველოს ინტერესებითა და საქართველოს ტერიტორიებით. ამ დროს, ამერიკისათვის სრულიადაც არაა უცხო თავისი მოკავშირეების საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესებისათვის შეწირვა.

ყველაზე ნათელი მაგალითია თურქეთი. საქართველოსაგან განსხვავებით, იგი ნატოს ბლოკის წევრია და აშშ-ს თურქეთის წინაშე გარკვეულ სამოკავშირეო ვალდებულბები გააჩნია.

მიუხედავად ამისა, სწორედ აშშ და სხვა ნატოს წევრი მოკავშრეები თითქოს ღიად უჭერენ მხარს ქურთ ტერორისტებს, რომლებიც არ მალავენ თურქეთის დაშლის მიზანს.

თუკი ასეთი ძლევამოსილი სახელმწიფოს მიმართ, როგორიც თურქეთია, ამერიკელები საერთაშორისო ნორმებს და სამოკავშირეო ხელშეკრულბებს აღარ დაგვიდებენ, საქართველო რა მოსატანია, რომელთანაც აშშ არანაირი მსგავსი შეთანხმება არ აკავშრებს. საქართველო ცდილობს გახდეს ნატოს ბლოკის წევრი, თუმცა ნატო საქართველოს წინაშე არავითარ ვალდებულებას არ ატარებს.

აფხაზეთისა და ცხინვალის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და საქართველოდან მათ მოკვეთაზე 2008 წელს აშშ და ევროსაბჭოს ქვეყნების რეაგირება კიდევ ერთი მტკიცებულებაა აშშ და ევროსაბჭოს ქვეყნების საეჭვო მოკავშრეობისა საქართველოსთან. მათი მხრიდან უამრავ რიგით გამონათქვამებსა და აღშფოთებას ჰქონდა ადგილი, თუმცა საქართველოს დასაცავად არ განხორცელებულა არანაირი რეალური ქმედება. სანქციებიც კი არ იქნა შემოღებული, რომლებიც რუსეთის მიმართებაში უკრაინას ყირიმთან დაკავშრებით დაუწესეს.

აშშ მშვენივრად შეუძლია დათმოს საქართველოს ინტერესები ქართველი ხალხის აზრის უკითხავადაც კი. ამიტომ, აშშ-ში „ჯავახკის დასახმარებლად“ სახსრების მასშტაბური შეგროვება თავისთავად მეტად საგანგაშო მოვლენაა.

არსებობს საშიშროება იმისა, რომ აშშ დაწყებს ქართული ინტერესებით ვაჭრობას ღიად, მით უმეტეს, რომ ამგვარი ვაჭრობისაკენ მათ სასომხეთის ძლიერი ლობი უბიძგებს.

საქართველოსათვის მოვლენათა ამგვარი განვიტარება შესაძლოა ეროვნული კატასტროფის ტოლფასი იყოს, განსაკუთრებით, თუკი მიღწეულ იქნა გაუხმაურებელი შეთანხმება სომხური ლობისა აშშ-ში და თეთრ სახლთან სომხეთის მხრიდან რუსეთის ღალატის სანაცვლოდ აშშ მხრიდან საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში „ყარაბაღის“ სცენარის განვითარებისა.

ამიტომ აშშ სომხური დიასპორის ნებისმიერი აქცია „ჯავახკის“ მხარდასაჭერად არც თუ ისე უსაფრთხოა საქართველოსათვის, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.




KavkazPlus

წაკითხულია : 550


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები