საზოგადოება

თბილისის მასშტაბით, 215 გველი დაიჭირეს

26.06.17 19:15


თბილისის მასშტაბით, 215 ქვეწარმავალი დაიჭირეს. როგორც „კვირას“ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თემურ ფხალაძემ განუცხადა, ბოლო თვენახევრის განმავლობაში, დედაქალაქის სხვადასხვა უბნებიდან სააგენტოში ქვეწარმავალთა არსებობის შესახებ 400-ზე მეტი შეტყობინება შევიდა. მისივე თქმით, წელს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს არცერთი შხამიანი გველი არ დაუჭერია.

„ თითქმის ყველა უბნიდან შემოდის შეტყობინება. წელს მაგალითად, ბოლო თვენახევრის განმავლობაში, 415 ზარი შემოვიდა სააგენტოში, აქედან 215 დავიჭირეთ. შხამიანი არცერთი არ ყოფილა. მინდა აღვნიშნო, რომ საგანგაშო სიტუაცია, წინა წლებთან შედარებით, არ გვაქვს.

შარშან და შარშანწინ ამ დროს, გაცილებით მეტი იყო ქვეწარმავალთა რაოდენობა, ვიდრე ახლა არის. პანიკის საფუძველს ვერ ვხედავ, თუმცა მოსახლეობას მინდა ვურჩიო, რომ ქვეწარმავლებს საკუთარი ძალებით ნუ დაიჭერენ. დარეკონ 112-ზე და ჩვენი სამსახური 24 საათის განმავლობაში მათ დასახმარებლად მზად არის” , -განაცხადა თემურ ფხალაძემ.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები