საზოგადოება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გიგა ოთხოზორიას ოჯახს სახლს შეუძენენ

10.06.16 21:25


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დევნილთა და განსახლების სამინისტრო ოთხოზორიების 8-სულიან ოჯახს, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, სახლს შეუძენს.

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებს ესტუმრნენ და სახლის შეძენის შესახებ ინფორმაცია თავად აცნობეს.

აფხაზეთიდან დევნილი გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის გამშვებ პუნქტთან მოკლეს.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 2251


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები