საზოგადოება

"აეროფლოტი" თბილისის აეროპორტის საწვავის ხარისხით დაეჭვდა

10.06.16 22:00


რუსული ავიაკომპანია "აეროფლოტი", რომლის კუთვნილი თვითმფირნავებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავსებენ ავზს, საწვავის ხარისხში დაეჭვდა და სინჯები ექსპერტიზაზე მოსკოვში გააგზავნა, განაცხადა Sputnik-თან ავიაკომპანიის მგზავრმა.

ამის გამო ავიაკომპანიის გადაწყვეტილებით, თბილისი-მოსკოვის ავიარეისები ქალაქ მინვოდის გავლით შესრულდება, სადაც თვითმფრინავის საწვავი ავზის შევსება მოხდება.


შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადეს, რომ ისინი საწვავით არ ამარაგებენ იმ ავიაკომპანიებს, რომლებიც საჰაერო ნავსადგურებში ოპერირებენ. ისინი პირდაპირ დებენ კონტრაქტებს საწვავის კომპანიებთან. კონკრეტულად თუ ვინ ემსახურება ავიაკომპანია „აეროფლოტს“, თბილისში არ აკონკრეტებენ.

ქვეყნებს შორის ურთიერთობების გამწვავების ფონზე რუსეთსა და საქართველოს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა 2006 წელს გაუქმდა, თუმცა, გარკვეული პერიოდით აღდგა, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისა და ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ კი კვლავ გაუქმდა.

მოსკოვსა და თბილისს შორის რეგულარული ავიამიმოსვლის გადაწყვეტილება 2014 წლის 24 ოქტომბერს მიიღეს. დღეს, რუსეთ-საქართველოს ავიამიმოსვლას რუსეთის მხრიდან S7 Airlines-ი, „აეროფლოტი“ და „ურალის ავიახაზები“, ხოლო საქართველოს მხრიდან — Airzena — Georgian Airways-ი ახორციელებენ.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 892


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები