საზოგადოება

ქართველმა რაგბისტებმა სამოასთან შეხვედრა ფრედ დაასრულეს

13.06.16 15:10


საქართველოს ეროვნული რაგბის ნაკრებმა სამოას წინააღმდეგ გამართული ამხანაგური მატჩი ფრედ — 19:19 დაასრულა.

მატჩის პირველი ნახევარი ქართველმა მორაგბეებმა, მერაბ კვირიკაშვილის ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმის წყალობით, ანგარიშით 9:6 მოიგეს.

მატჩის მეორე ნახევარში კი მასპინძლები გააქტიურდნენ და თავიდან ანგარიშის გათანაბრება, შემდეგ კი დაწინაურებაც მოახერხეს. ქართველმა მორაგბეებმაც ანალოგიური აქტიურობით შეუტიეს მეტოქეს. გიორგი თხილაიშვილმა საკუთარ აქტივში მცდელობა ჩაიწერა, ხოლო კვირიკაშვილმა კი — რეალიზაცია.


მატჩის დარჩენილ დროში გუნდებმა საჯარიმო დარტყმები გაცვალეს და ტაბლოზე შეხვედრის საბოლოო ანგარიში — 19:19 დააფიქსირეს.

აღნიშნული შეხვედრა გუნდების ისტორიაში მესამეა. პირველად მოწინააღმდეგეებმა 2003 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშეს და ანგარიშით — 46:9 გაიმარჯვეს. ათი წლის შემდეგ კი მორაგბეები თბილისში შეერკინენ ერთმანეთს, მატჩი ქართველთა გამარჯვებით — 16:15 — დასრულდა.

მეორე ტესტ-მატჩს ქართველი მორაგბეები 18 ივნისს ტონგასთან გამართავენ, ხოლო 24 ივნისს კი დასკვნით მატჩზე ფიჯის გუნდს დაუპირისპირდებიან.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 802


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები