მსოფლიო

"გაზპრომი" თურქეთიდან გადის

28.06.17 18:40


რუსული კორპორაცია "გაზპრომის" ჯგუფმა მიმდინარე წელს შესაძლოა სრულად დატოვოს თურქეთის შიდა ბაზარი და მხოლოდ ექსპორტიორად დარჩეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გაზეთ "კომერსანტზე" დაყრდნობით.

გამოცემას ვითარებაში გარკვეულმა წყარომ აცნობა, რომ "გაზპრომბანკი" ამ ეტაპზე კომპანია Promak-იდან გამოსვლას ასრულებს, რომელიც რუსული გაზის თურქეთში იმპორტიორ ორ კომპანიაში — Enerco-სა და Avrasya-ში საკონტროლო პაკეტს (60%) ფლობს.

Promak-ში "გაზპრომბანკს" 40% ეკუთვნოდა, დანარჩენი წილი კი Akfel Holding-ს ჰქონდა.

ივნისის დასაწყისში „გაზპრომის“ მმართველობის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრ მედვედევმა განაცხადა, რომ კომპანია ასევე აპირებდა სხვა თურქული აქტივის, Bosphorus gas-ის გაყიდვას. მედვედევის თქმით, თურქული ბაზარი არაპროგოზირებადია ლირის დასუსტებისა და რეგულირებადი ტარიფების გამო. წყაროს ინფორმაციით, უმნიშვნელოვანესი ფაქტორი — ეს Bosphorus-ის დანაკარგები იყო, რამაც მხოლოდ 2016 წელს დაახლოებით 100 მლნ ევრო შეადგინა. „გაზპრომს“ Bosphorus gas-ის 71% ეკუთვნის. კომპანია თავის წილს ადგილობრივ Sen Group-ს მიჰყიდის, რომელიც დანარჩენი 29% წილის მფლობელია.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები