პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ვანო მერაბიშვილის ვადამდე ადრე გათავისუფლება არ იგეგმება

13.06.16 17:10


იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილის საქმე არ არის განსაკუთრებული, ექსტრაორდინალური და ამიტომაც სტრასბურგის სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვა არ მოუთხოვია.

„ვანო მერაბიშვილის საქმე არ არის რაიმე განსაკუთრებული, ან ისეთი ექსტრაორდინალური, რომელიც მოითხოვდა ზეპირი განხილვის მოთხოვნას სტრასბურგის სასამართლოში. ეს არ არის არც ასანიძის, არც შამაევის საქმე, ეს არ არის საქართველო- რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი საქმე. ეს არის ერთი რიგითი პატიმარის საქმე, ამიტომ მე არ მომითხოვია ზეპირი განხილვა, ეს იქნებოდა რესურსის ზედმეტი ხარჯვა“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ქართულმა მხარემ, რა თქმა უნდა, არ იცის, როგორი იქნება სტრასბურგის გადაწყვეტილება, მაგრამ ვანო მერაბიშვილი, როგორც სხვა პატიმრები მისი პოლიტიკური გუნდიდან, აღარ არიან წინასწარ პატიმრობაში, ისინი იხდიან სასჯელს.

„ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში, არ იგეგმება მისი ვადამდე ადრე გათავისუფლება, აქედან გამომდინარე, ამაზე 14 ივნისის გადაწყვეტილება, როგორიც არ უნდა იყოს ის, არ იმოქმედებს“,- აღნიშნა თეა წულუკიანმა.

წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით, ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 14 ივნისს გახდება ცნობილი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მისმა ადვოკატმა გაავრცელა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 730


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები