პოლიტიკა
04.05.16 16:20
საქართველოს სახალხო დამცველი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ 2015 წლის ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში გრძელდება ისეთი ფუნდამენტური უფლებების დარღვევა, როგორიცაა სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლებისა და გადაადგილების უფლებები, რეგულარული ხასიათი აქვს ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას და სხვა.
„გალის რაიონში განსაკუთრებით მწვავედ დგას მშობლიურ ენაზე განათლების უფლებისა და მისი ხელმისაწვდომობის პრობლემა. 2015-2016 სასწავლო წლიდან გალის რაიონის იმ 11 სკოლაში, სადაც სწავლება ჯერ ისევ სრულად ქართულ ენაზე მიდიოდა, 1-4 კლასებში სწავლა რუსულ ენაზე გადავიდა, ხოლო დანარჩენ კლასებში შემცირდა ქართული ენისათვის დათმობილი საათები. ამ ცვლილების გამო რამდენიმე ოჯახი იძულებული გახდა მშობლიურ ენაზე სწავლის გასაგრძელებლად ბავშვები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოეყვანა. სწავლების რუსულ ენაზე გადასვლამ ასევე მნიშვნელოვნად გააუარესა განათლების ხარისხი“-აღნიშნულია ანგარიშში.
სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს ჟენევის დისკუსიის მონაწილეებსა და საქართველოს პარლამენტს, არ დაიშურონ პოლიტიკური, სამართლებრივი და დიპლომატიური ძალისხმევა გალის რაიონის მკვიდრთა განათლების უფლების დასაცავად, რომელიც უნდა მოიცავდეს, როგორც მოლაპარაკებების დროს ამ საკითხის დაყენებას და საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადოდ ინფორმირებას, ისე საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას.
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოჯახში ძალადობა ერთერთ რთულ და, ამავე დროს, საზოგადოებაში ტაბუირებულ პრობლემას წარმოადგენს.არ არსებობს სანდო სტატისტიკა, თუმცა სახალხო დამცველისთვის მიწოდებული ინფორმაციით, მხოლოდ გალის რაიონში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ოჯახში ძალადობის 129 ფაქტი დაფიქსირდა, აქედან 5 მკვლელობით დამთავრდა, ერთი მსხვერპლი კი გაუჩინარდა.
2015 წლის დეკემბერში აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც სრულად კრძალავს აბორტს აფხაზეთის ტერიტორიაზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნაყოფი საფრთხეს უქმნის დედის ჯანმრთელობას. საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ აბორტის აკრძალვა იწვევს არალეგალური აბორტების რაოდენობისა და, შესაბამისად, ქალთა სიკვდილიანობის ზრდას. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აბორტის ნებისმიერ შემთხვევაში აკრძალვა წარმოადგენს ქალის ჯანმრთელობისა და პირადი ცხოვრების უფლების დარღვევას"-აღნიშნულია ანგარიშში.
როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველისთვის არაერთი უფლების დარღვევის შესახებ გახდა ცნობილი, თუმცა, დაზარალებულები თავს იკავებენ, როგორც დე ფაქტო ხელისუფლებისათვის მიმართვისაგან, ისე სასამართლოსა თუ საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებისაგან, რადგან ეშინიათ მეტი ზიანი არ მიადგეთ მათ და მათ ოჯახებს.
"მათი თქმით, საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება ნიშნავს, რომ მათ მოუწევთ ოკუპირებული ტერიტორიების დატოვება. როგორც მოცემული ფაქტებიდან იკვეთება, გალის მოსახლეობას არ მიუწვდება ხელი სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებაზე, რაც მათი უფლების დარღვევას წარმოადგენს.
ამ პრობლემებს კიდევ უფრო ამძიმებს ისიც, რომ საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციები კონფლიქტურ რეგიონებში შეღწევას ვერ ახერხებენ“- ნათქვამია ანგარიშში.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გაააქტიუროს ძალისხმევა, მათ შორის რუსეთის დარწმუნების გზით, კონფლიქტურ რეგიონებში საერთაშორისო წარმომადგენლობების უზრუნველსაყოფად, ხოლო, საქართველოს ხელისუფლებამ გამოიჩინოს მაქსიმალური მოქნილობა კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებების მონიტორინგისა და დაცვის მექანიზმების შესაქმნელად.
წყარო : IPN /www./news.ge/
წაკითხულია : 19
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24