საზოგადოება

მიხეილ გიორგაძე - უცნაურია, ფასიანია კონცერტი კრიტიკაა, უფასოა - მაინც კრიტიკაა

13.06.16 18:15


უცნაურია, რომ ფასიანია კონცერტი კრიტიკაა, უფასოა და მაინც კრიტიკა ისმის, - ასე უპასუხა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ, გადაწყდა რომ მსოფლიო ტენორის, ხოსე კარერასის კონცერტი ყოფილიყო უფასო.

“უცნაურია, ფასიანია კრიტიკაა, უფასოა - მაინც კრიტიკა. ლოგიკა იყო შემდეგი - ამ მასშტაბის და ხარისხის კონცერტი რეგიონში პრაქტიკულად პირველად ტარდება.

ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ამ კონცერტმა. ქუთაისის მერისგან და გუბერნატორისგან ვიცი, რომ პრაქტიკულად მთელი რეგიონი აპირებს ქუთაისში ჩასვლას, გვინდოდა შეზღუდვა არ ყოფილიყო რაოდენობრივად და ყველას მისცემოდა საშუალება ამ კონცერტზე დასწრების“, - განაცხადა გიორგაძემ.

კითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა იგივე ლოგიკით რობი უილიამსის კონცერტიც ყოფილიყო უფასო, გიორგაძემ აღნიშნა, რომ „ლოგიკა განსხვავებულია და დიდი მნიშვნელობა აქვს“.

„გადაწყდა ასე, რამდენად სწორი იყო ან არა, ამას გამოცდილება გვიჩვენებს, რომელსაც მივიღებთ. გვინდოდა რეგიონისთვის მაქსიმალური ხელშეწყობა ყოფილიყო, თუმცა ეს გარკვეულ სირთულეებს გვიმატებს იმ თვალსაზრისით, რომ ამ რაოდენობის ადამიანების მართვა იქნება გაცილებით რთული“, - აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.

ხოსე კარერასი ქუთაისში, 18 ივნისს, კონცერტს გამართავს. კონცერტზე დასწრება უფასოა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 946


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები