ანალიტიკა

სასომხეთის სამხედრო ძალების მორიგი პროვოკაცია: დაიღუპა აზერბაიჯანელი ქალი და მისი 2 წლის შვილიშვილი

05.07.17 16:40


4 ივლისს დაახლოებით 20:40 სასომხეთის სამხედრო ძალებმა ცეცხლის ალში გახვიეს აზერბაიჯანში, ალხანლი ფიზულინის რაიონში მდებარე სოფელი 82 მმ და 120 მმ ნაღმსატყორცნიდან, ასევე დაზგური ყუმბარმტყორცნი.

როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, მოწინააღმდეგის ამ პროვოკაციის შედეგად დაიღუპა სოფლის მაცხოვრებელი გულიევა სახიბა იდრისი გიზი, დაბადებული 1967 და გულიევა ზახრა ელნურ გიზი, დაბადებული 2015 წელს. აქედან, პირველმა მიიღო მრავალჯერადი ჭრილობები ნაღმის ნამსხვრევებისგან, იგი გადაიყვანეს საავადმყოფოში და ჩაუტარეს ოპერაცია.





ამ პროვოკაციის შესახებ ინფორმირებულია საერთაშორისო სტრუქტურები. აზერბაიჯანის სამხედრო ძალების დროული საპასუხო ცეცხლის შედეგად მოწინააღმდეგის შეტევა მოგერიებული იქნა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ამ სისხლიან პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება სასომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია ამ მორიგი ფართომასშტაბური პროვოკაციის შესახებ სასომხეთის სამხედრო ძალების მხრიდან, რომლის შედეგადაც დაიღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა.

«ასაკოვანი ქალისა და მისი 2 წლის შვილიშვილის მკვლელობა, ასევე სხვა მშვიდობიანი მაცხოვრებლის დაჭრა და ზოგადად მოსახლეობისათვის ზიანის მიყენება სასომხეთის სამხედრო ძალების მიერ განხორციელებული პროვოკაციული ქმედების შედეგია და არის მორიგი ვანდალური აქტი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ ქვეყნის ტერორისტულ არსს.

ამგვარი გამიზნული და მიზანმიმართული დარტყმები ფრონტის მთელს ხაზზე სისტემატური ხასიათის მატარებელია.

სასომხეთის სამხედრო ძალების მხრიდან ამგვარი გამიზნული თავდასხმა მოსახლეობაზე და აზერბაიჯანის სხვადასხვა ობიექტებზე გახლავთ საერთაშორისო ჰუმანიტარული უფლებისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, კერძოდ 1949 წ. ჟენევის კონვენციისა და მისი №1 დანართის, ასევე ბავშვთა უფლებების კონვენციის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტალური თავისუფლების დარღვევა.» - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში.





KavkazPlus

წაკითხულია : 15877


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები