საზოგადოება

დასავლეთ საქართველოში დაცხება

13.06.16 18:45


სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში დასავლეთ საქართველოში ცხელ ამინდს გვპირდებიან, ტემპერატურა 38 გრადუსამდე მოიმატებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

14 ივნისი
დასავლეთ საქართველოში ნალექი მოსალოდნელი არ არის. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება, დროდადრო შეიძლება 17-22 მეტრამდე გაიზარდოს.

აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრს მიაღწევს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 15-20 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 33-38; მაღალ მთაში ღამით 6-11, დღისით — 23-28.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 12-17 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 23-27, მაღალ მთაში — ღამით 5-10, ხოლო დღისით — 20-25.

თბილისში ღამით 15 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 29 გრადუსი იქნება.

15 ივნისი
დასავლეთ საქართველოში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ქარის სიჩქარე წამში 17-22 მეტრს მიაღწევს.

აღმოსავლეთ საქართველოში ალაგ-ალაგ ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ელჭექით, ასევე სეტყვა, ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრს მიაღწევს.

დასავლეთ საქართველოში ღამით 20-25 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, დღისით — 33-38, მაღალ მთაში ღამით 7-12, ხოლო დღისით — 22-27.

აღმოსავლეთ საქართველოში ღამით 13-18, ხოლო დღისით — 28-33 გრადუსი სითბო იქნება, მაღალ მთაში ღამით 7-12, დღისით — 21-26.

თბილისში, სინოპტიკოსების ვარაუდით, იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ღამით 17 გრადუსი, ხოლო დღისით — 30 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

16 ივნისი
საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია სეტყვაც. ქარის სიჩქარემ წამში, შესაძლოა, 17-22 მეტრს მიაღწიოს.

დასავლეთ საქართველოში ღამით მოსალოდნელია 16-21 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 21-26, მაღალ მთაში — ღამით 7-12, დღისით — 18-24.

აღმოსავლეთ საქართველოში ღამით 15-20, ხოლო დღისით — 25-30 გრადუსი სითბო იქნება, მაღალ მთაში ღამით 8-13, დღისით — 17-22.

თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ღამით იქნება 18, ხოლო დღისით — 29 გრადუსი სითბო.

ნალექი საქართველოში 17-19 ივნისს შემცირდება, ხოლო ჰაერის ტემპერატურა 3-4 გრადუსით მოიმატებს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 802


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები