საზოგადოება

გიორგი მარგველაშვილმა 13-14 ივნისს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო

13.06.16 19:05


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 13-14 ივნისს ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად დადგმული მემორიალი ყვავილებთ შეამკო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.

პრეზიდენტი სტიქიის შედეგად დაღუპულთა მემორიალთან მეუღლესთან, საქართველოს პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან გიორგი აბაშიშვილთან და უშიშროების საბჭოს მდივან ირინე იმერლიშვილთან ერთად მივიდა. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც 13-14 ივნისს გამოიჩინა სიმამაცე და შეებრძოლა სტიქიას.

„დღეს ჩვენ ვიხსენებთ შარშანდელი ტრაგედიის მსხვერპლებს და შარშანდელი ტრაგედიის გმირებს. ეს ადგილი, სადაც დღეს ჩვენ ვართ მუდმივად გაგვახსენებს იმ მძიმე წუთებს, რომელიც შარშან ყველამ ერთად გადავიტანეთ და რომლის დასაძლევადაც ბევრი ადამიანი გაერთიანდა. მადლობა ყველას, ვინც ერთად ებრძოდა სტიქიას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტთან ერთად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად დადგმული მემორიალი თბილისის მერმა დავით ნარმანიამაც დაათვალიერა და ყვავილებით შეამკო.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 838


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები