საზოგადოება

სასამართლოში მაგდა პაპიძის საქმის განხილვა დაიხურა

13.06.16 19:10


ოთარ ბერძენიშვილის დაკითხვის გამო, სასამართლოში მაგდა პაპიძის საქმის განხილვა დაიხურა. სხდომის ნაწილობრივ დახურვის შუამდგომლობა პროკურორებმა დაყენეს. როგორც პროკურორმა ელენე ჩხეიძემ შუამდგომლობის დაყენებისას განმარტა, ოთარ ბერძენიშვილის დაკითხვისას საუბარი იქნება ორი ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციაზე, ასევე გამოკვლეული უნდა იყოს მათი პირადი მიმოწერა, რაც პერსონალური ინფორმაციაა.

შესაბამისად, პროკურორებმა მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესის ნაწილობრივ დახურვის შუამდგომლობა დააყენეს.

პროკურორების აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე და თავად ბრალდებულიც დაეთანმხა და მოსამართლემ მიიღო გადაწვეტილება, რომ პროცესი ნაწილობრივ დაიხუროს.

ოთარ ბერძენიშვილის დაკითხვას, რომელიც საქმეზე პროკურატურის მთავარი მოწმეა, მხოლოდ ბრალდებულისა და დაზარალებული მხარეები დაესწრებიან.

გამოძიების ინფორმაციით, მაგდა პაპიძემ მეუღლე და შვილი ოთარ ბერძენიშვილთან ურთიერთობის გაგრძელების მიზნით მოკლა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 5410


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები