საზოგადოება

სამხრეთ კორეის მოსახლეობას აჭარის ტურიზმის შესახებ უამბეს

13.06.16 19:15


სეულში (სამხრეთ კორეა) ერთ-ერთ დიდ გამოფენაზე — KOTFA 2016 აჭარის ტურისტული პოტენციალი წარადგინეს, აღნიშნულია აჭარის მთავრობის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ღონისძიების სტუმრები გაეცნენ სარეკლამო-საინფორმაციო მასალებს, მიიღეს დეტალური ინფორმაცია აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ და დააგემოვნეს ქართული ღვინო.


საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ დიდი სტატიის მომზადებას აპირებს გაზეთი Korea Times.

KOTFA-ში მონაწილეობა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა პირველად მიიღო.

აჭარაში საზაფხულო ტურისტული სეზონი 28 მაისს გაიხსნა.

ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონისა და დაგეგმილი კულტურულ-გასართობი ღონისძიებების პოპულარიზებას ათ მიზნობრივ ქვეყანაში აქტიურად ახორციელებს. ეს ქვეყნებია თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, უკრაინა, ისრაელი, პოლონეთი, ლიტვა, ყაზახეთი და ბელარუსი.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 775


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები