საზოგადოება

საქართველოში პირველკლასელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს

04.05.16 16:20


საქართველოში პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო. სკოლებში მიიღებენ იმ პატარებს, რომელთაც სასწავლო წლის დასაწყისისათვის 6 წელი შეუსრულდებათ.

სახელმწიფო სკოლაში თავიანთი შვილების დარეგისტრირება მშობლებს ვებ-გვერდზე emis.ge. შეუძლიათ. რეგისტრაცია 25 მაისამდე გაგრძელდება, ხოლო დოკუმენტების მიღება 30 მაისიდან 10 ივნისამდე.


რეგისტრაციის პირველი ეტაპი აპრილში ჩატარდა. მაშინ იმ ბავშვებმა გაიარეს რეგისტრაცია, რომელთა მშობლები სკოლებში მუშაობენ, რომელთა ძმები ან დები უკვე სწავლობენ სკოლებში ან ვინც პირველ კლასში ერთი ოჯახიდან ერთზე მეტ ბავშვს უშვებს.
ივნისში მათთვის ვინც რეგისტრაციას ვერ მოახერხებს, მესამე ეტაპი დაიწყება. მათ საშუალება ექნებათ იმ სკოლებში მოხვდნენ, სადაც თავისუფალი ადგილები დარჩება.
სახელმწიფო სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 10


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები