ანალიტიკა
12.07.17 21:10
ამ ბოლო დროს საოცარი რამ ხდება საქართველოს საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე და იმ გამშვებ პუნქტებზეც, რომლებიც ერთმანეთისაგან გამიჯნავენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთის) ოკუპირებულ სეპარატისტულ ტერიტორიებს. ამავე დროს, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მხოლოდ ერთი ქვეყანა ისარგებლებს საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ, საქართველოს საკონტროლო-გამშვები პუნქტით უპრობლემოდ და ეს არის სასომხეთი.
სომხებისათვის ქართულ-სომხურ საზღვარზე ჯერ კიდევ 2016 წლის ნოემბერში სასომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარგისიანის თანდასწრებით, საზეიმო ვითარებაში დაანონსდა სადახლო-ბაგრატაშენის საკონტროო-გამშვებ პუნქტზე ე.წ. „მეგობრობის ხიდის“ აგება.
შეთანხმება ორ ქვეყანას შორის მშენებლობის დაწყებაზე ხელმოწერილი იქნა 2014 წლის დეკემბერში. სომხურ-ქართული პროექტი „მეგობრობის ხიდი“, რომლის ღირებულებაც აღწევს ათ მილიონ ევროს, 2018 წელს იქნება ექსპლოატაციაშია ჩაშვებული. გადასასვლელის აგება სავარაუდოდ დასრულდება ორ წელიწადზე ნაკლებ დროში. პროექტს დააფინანსებს განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ევროპული ბანკი (EBRD).
უფრო მეტიც, სასომხეთისა და სომხებისათვის დაჩქარებული წესით იგზავნება უპრობლემო სატრანსპორტო და სავაჭრო გზავნილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთის) გავლით. გადაწყვეტილია, სასომხეთის ინტერესების სასარგებლოდ, აღდგეს შეთანხმება რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს მთავრობას შორის «საბაჟო ადმინისტრირების მექანიზმისა და საქონლით ვაჭრობის მონიტორინგის ძირითადი პრინციპების შესახებ». მისი არსია სავაჭრო ტვირთის გადაზიდვის ორგანიზება შეთანხმების ტექსტის თანახმად გათვალისწინებული დერეფნით, სეპარატისტული ტერიტორიების გავლით.
სავარაუდოდ, დერეფნის შესასვლელ-გამოსასვლელ წერტილებში ქართული და რუსული მხარეები განახორციელებენ მოძრავი სავაჭრო ტვირთის კონტროლს, გაცვლიან ერთმანეთში ელექტრონულ მონაცემებს, დააკვირდებიან სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას GPS-ის საშუალებით და ყველა ამ მონაცემეს გადასცემენ მესამე, ნეიტრალურ მხარეს. ეს უკანასკნელი გახლავთ კერძო კომპანია, რომელიც მხარეთა შორის თანხმობის საფუძველზე უნდა აირჩიოს შვეიცარიამ. მისი წარმომადგენლები ფიზიკურად იქნებიან დერეფნის შესასვლელ-გამოსასვლელებში, რომლებიც გაივლიან სეპარატისტული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთის) ტერიტორიებზე. გასაგებია, რომ ამ შეთანხმების ყველა სარგებელს გამოიყენებს უშუალოდ სასომხეთი, რომელსაც ძალიან ესაჭიროება ალტერნატივა ჯერჯერობით ერთადერთი სახმელეთო გზისა, რომელიც მას რუსეთთან აკავშირებს ზემო ლარსის მეშვეობით.
სომხური ტრანზიტის ორგანიზებისათვის საქართველოში და მის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამავალი დერეფნების გავლით, 2017 წლის 24-25 თებერვალს გაიმართა მრავალრიცხოვანი სომხური სამთავრო დელეგაციის ვიზიტი თბილისში, დელეგაციის წევრები იყვნენ სომხეთის მინისტრები, მათ ხელმძღვანელობდა კარენ კარაპეტიანი. მისი ვიზიტის შედეგებმა აჩვენა, რომ სომხებმა სავარაუდოდ შეძლეს საქართველოს ხელისუფლების დაყოლიება აღნიშნული სატრანზიტო დერეფნების გახსნაზე.
«თუ გაინტერესებთ, გამოუჩნდება თუ არა ლარსს ალტერნატივა, გარწმუნებთ, რომ დიახ, ნამდვილად გამოუჩნდება! დანარჩენზე მოგვიანებით ვისაუბროთ, დაწვრილმანებისაგან ჯერ თავს შევიკავებ. ჯერჯერობით შეთანხმება მხოლოდ ლარსსა და ენერგეტიკულ დერეფანს ეხება», — განაცხადა კარაპეტიანმა თბილისში გამართული ვიზიტის დასასრულს.
ამგვარად, სომხური ტვირთი, სავარაუდოდ, დიდი ნაკადით გადაივლის „მეგობრობის ხიდს“ და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს. ხოლო თავად ქართველებისათვის ოკუპირებულ ქართულ მიწებზე გადაადგილება, სომხური ტვირთისაგან განსხვავებით, აკრძალული იქნება.
ყოველგვარ სამოქალაქო უფლებას მოკლებული, გალის რაიონის ეთნიკური ქართველობისათვის სეპარატისტულ აფხაზეთთან გამიჯვნის ზოლზე უკანასკნელი საკონტროლო-გამშვები პუნქტებიც იხურება. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ „სომხური ტრანზიტის გახსნის“ პროცესი ემთხვევა უკანასკნელი საკონტროლო-გამშვები პუნქტების დახურვას იმ ქართველთათვის, რომლებიც ყველანაირად უუფლებოდ ცხოვრობენ სეპარატისტული აფხაზეთის ტერიტორიაზე. უფრო მეტიც, სეპარატისტული ხელისუფლება დასცინის კიდევაც ქართველებს, სომეხთა მფარველობის უშუალო ქვეშ.
«აფხაზეთის „მთავრობის“ გადაწყვეტილება ბგოურისა (ოტობაია) და ბატაიგუარას (ნაბაკია) საკონტროლო-პუნქტების დახურვით სრულიად შეესაბამება რესპუბლიკის კანონმდებლობას და არ ექვემდებარება გადახედვას“ - განაცხადა სეპარატისტულმა ე.წ. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. იმავე უწყებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის“ დადგენილების თანახმად, 2012 წლის 10 ივლისიდან დასახური საკონტროლო-გამშვები პუნქტები დროებით მოქმედებდნენ შესაბამისი ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობამდე და „ენგურის“ მთავარი საკონტროლო-გამშვები პუნქტის მოწყობილობის გამართვამდე. მხოლოდ და მხოლოდ აუცილებელი პირობების შექმნის შემდეგ, რომელიც საგზაო საფარის რემონტს, ავტობუსების გაშვებას, „ინგურის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის გამავლობის გაზრდას გულისხმობს, განხორციელდება დროებითი გამშვები პუნქტების ეტაპობრივი დახურვა.
შეგახსენებთ, რომ „ენგურის“ საკონტროლო გამშვები პუნქტი გახლავთ ნაწილი იმ სატრანზიტო დერეფნისა აფხაზეთის გავლით, რომლის გახსნას ასე ესწრაფოდა სასომხეთის სამთავრობო დელეგაცია კარენ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით თბილისში.
ამგვარად, აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობა არც კი ფიქრობს იმის დამალვას, რომ საქართველოს ეთნიკური ქართველებისათვის სირთულეები გამიჯვნის ხაზის გადაკვეთისას პირდაპირ კავშირშია ინფრასტრუქტურულ კეთილმოწყობასთან ერთადერთ დარჩენილ „ენგურის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე, რომელიც სწორედ რომ სომხური ტრანზიტისთვისაა განკუთვნილი.
როგორც აღმოჩნდა, „მეორე ხარისხის“ ადამიანების რიცხვში არა მხოლოდ საკუთარ მიწაზე მცხოვრები ქართველები შედიან. მსგავსი მავნებლური და პროვოკაციული ქმედებების განხორციელება დაიწყეს ცალკეულმა თანამდებობის პირებმა ვახტანგისის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე.
2017 წლის 6 მარტს საქართველოს გარდაბნის რაიონში, სადაც კომპაქტურად არიან დასახლებულნი აზერბაიჯანებლები, გაიმართა საპროტესტო აქცია. მასში მონაწილეობა მიიღეს ვახტანგისის გამშვები პუნქტის მახლობელ ქართულ სოფლებში (ვახტანგისი, ნაზარლი და ქოსალი) მცხოვრებმა მოსახლეობამ, ასევე აზერბაიჯანის აღსტაფინის რაიონის სოფლების-სადიქლისა და მუღანლოს მაცხოვრებლებმა.
აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ პრობლემების გადაჭრას, რომელიც ხელოვნურად შექმნა ქართულმა მხარემ. აქციაში მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანისა და საქართველოს 25-მდე მოქალაქემ. ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მძღოლების 1000 ლარით დაჯარიმების ფაქტების გამო. აზერბაიჯანის მოქალაქეები რაფიქ მუსტაფაევი, როვშან იუსუპოვი, ჯეიხუნ ნამაზოვი და საქართველოს მოქალაქეები ქამრან ალიევი და სხვები აცხადებენ, რომ ვახტანგისის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ისინი დაკითხეს, აინტერესებდათ საქართველოსა და აზერბაიჯანში მათი ვიზიტის მიზანი, ასევე ის, თუ რა ტვირთი გადაჰქონდათ და როდის აპირებდნენ უკან დაბრუნებას.
აღინიშნა, რომ იმ ავტომანქანის ავზში, რომლითაც ისინ მგზავრობდნენ, 10 ლიტრზე მეტი ბენზინის აღმოჩენის შემთხვევაში, მათ დაეკისრებოდათ ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ასევე, რიგ შემთხვევებში, სოფლის მაცხოვრებლებს, რომლებიც ვერ მეტყველებენ ქართულ და რუსულ ენებზე, ეკრძალებოდათ საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლა.
სოფელ სადახლოს მაცხოვრებელმა ჯეიხუნ ნამაზოვმა განაცხადა, რომ მისი ავტომანქანის კარების შიდა ნაწილი დაშლილი იყო, თანამშრომლებმა ვერაფერი აღმოაჩინეს, თუმცა მისი ავტომობილი გამოსაყენებლად უვარგისი გახდა. გარდაბნის რაიონის სოფელ ქოსალის მაცხოვრებელმა, ქერემ ალიევმა განაცხადა, რომ საზღვარზე გადასვლისას მათ არავინ უხსნიდა პროცედურებსა და წესებს.
აქციის მონაწილეებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტს აცნობეს არსებული პრობლემებისა და სირთულეების შესახებ, რომლებსაც ისინი გადაეყარნენ.
სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა, რომ იმის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელდა თუ არა ამგვარი დარღვევები თუ აზერბაიჯანის მოქალაქეთა წინააღმდეგ, აქტებთან და ჯარიმებთან დაკავშირებული ფაქტების უტყუარობის დასაბუთების შემთხვევაში, მიღებული იქნება შესაბამისი ზომები.
აღშფოთებას იწვევს თავად ფაქტი – მაშინ, როცა მიმდინარეობს მოლაპარაკება სომხური ტვირთის შეუფერხებლად საქართველოს მიწებზე გავლაზე, აფხაზეთში ეთნიკური ქართველების უპრეცედენტო დამცირების ფონზე – ქართველ და აზერბაიჯანელ მოქალაქეებს აჯარიმებენ ავზში ზედმეტი ლიტრების გამო. გამოდის, რომ ამ ხალხს უფრო ნაკლები უფლებები აქვთ სომხურ ტვირთთან მიმართებაში?
რაც ყველაზე საინტერესოა – სასაზღვრო და საბაჟო ჩინოვნიკების თავგასულობა რატომღაც მხოლოდ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს ეხება, რომლებსაც ძირითადად ქართველები და აზერბაიჯანელები გადაკვეთენ. სადახლო-ბაგრატაშენის საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე, სადაც ძირითადად ეთნიკური სომხები გადაადგილდებიან, მსგავსი პრეტენზიები ავტომანქანის ავზში აღმოჩენილი ზედმეტი საწვავის გამო გამოწერილ ჯარიმებთან დაკავშირებით, ასევე სხვა დარღვევებს ავტომობილის უკანონო „დაშლის“ ჩათვლით, არ დაფიქსირებულა.
თუმცა, სწორედ საქართველო-სასომხეთის სწორედ ამ სასაზღვრო პუნქტზე მესაზღვრეებმა და სამართალდამცავებმა უნდა გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება. სწორედ ამ, სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით შემოედინება საქართველოში საშიშ რადიოაქტიური ნივთიერებები.
ქართულმა საზოგადოებამ მთავრობას უნდა დაუსვას ერთი კითხვა: ნუთუ გამშვები პუნქტის ინფრასტრუქტურამ ამიერიდან სომხეთის ტრანზიტისა და „პრივილეგირებული “ სომეხი მოქალაქეების სასარგებლოდ უნდა იმუშაოს? რატომ ხდება ისე, რომ საქართველოს მთავრობა საკუთარ ინტერესებს სომხეთისას ანაცვალებს და სასომხეთის წინააღმდეგ არნახულ დამცირებას იტანს, ხოლო საქართველოს მოქალაქეები თავისსავე მიწაზე დისკრიმინაციას განიცდიან? ამგვარი საეჭვო „არჩევითი“ მიდგომა საქართველოს სახელმწიფოებრიობას შესაძლოა კატასტროფად ექცეს. ყოველ შემთხვევაში საქართველოს ისტორიაში არ არსებობს პრეცედენტი იმისა, რომ სასომხეთს ან სომეხ ხალხს რაიმე ფორმით მაინც გამოეხატა მადლიერება საქართელოსა და ქართული სახელმწიფოსათვის ყველა იმ სიკეთისათვის, რომლებიც მისგან მიუღია, ზოგჯერ ქართული ინტერესების უგულვებელყოფის ხარჯზეც.
სამაგიეროდ, მრავლად გვაქვს მაგალითები, თუ როგორი ვერაგობითა და ღალატით პასუხობდნენ საქართველოსა და ქართველ ხალხს სომხები.
KavkazPlus
წაკითხულია : 325
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0017.04.24
-
ირაკლი კობახიძე - კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას
17:3117.04.24
-
ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდა
16:4617.04.24
-
16:0017.04.24
-
გრიგოლ ვაშაძე პარლამენტს ტოვებს
15:2917.04.24
-
მამუკა მდინარაძე - ევროპა არის გამჭვირვალობა, დემოკრატია და განვითარება
14:5117.04.24
-
კახა კალაძე - ყველაფერი გაკეთდება, რათა ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე
14:0017.04.24
-
40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ტენდერი დასრულებულია
13:1517.04.24
-
12:4117.04.24
-
12:4117.04.24
-
11:4917.04.24
-
10:4217.04.24
-
რუსეთი ირანს რაშტ-ასტარას რკინიგზის საკითხთან დაკავშირებით აჩქარებს
23:4316.04.24
-
18:0016.04.24
-
17:2516.04.24
-
შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა
17:0016.04.24
-
16:2516.04.24
-
გიორგი ბოტკოველი - რუსული კანონი ხელს უშლის ბევრი აქტიური პროგრამის საქმიანობას
15:5016.04.24
-
მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილმა ომი გამოუცხადა ქართველ ხალხს
15:1516.04.24
-
14:5016.04.24
-
14:1016.04.24
-
13:4016.04.24
-
12:5516.04.24
-
12:1416.04.24
-
11:4516.04.24
-
მშვიდობის ინდექსით საქართველო 50 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა და მაღალი დონის სტატუსი დაიმკვიდრა
11:2016.04.24
-
11:0016.04.24
-
10:3916.04.24
-
10:0016.04.24
-
ლოზუნგით - „არა რუსულ კანონს" აქცია ოზურგეთშიც გაიმართა
18:0015.04.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის დელეგაციას შეხვდა
17:3215.04.24
-
16:5715.04.24
-
16:2415.04.24
-
16:0015.04.24
-
15:1815.04.24
-
ალეკო ელისაშვილი - გაილახა მდინარაძე ხოშიანად, მოხვდა რუსულ „სიფათში“
14:5615.04.24