ანალიტიკა

რუანდის რეალური გენოციდის შესახებ ფილმის სახელგანთქმული რეჟისორის მიერ გადაღებული ფილმის მარცხი მითიური „სომხური გენოციდის“ შესახებ

13.07.17 17:00


ფილმმა «დაპირება» ე.წ. «ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის» შესახებ, რომლის ბიუჯეტმა შეადგინა $100 მლნ. სრული წარუმატებლობა განიცადა აშშ კინოგაქირავებაში.

პირველად დასვენების დღეებზე ფილმმა მოაგროვა მხოლოდ $4,1 მლნ. გადმოგვცემს The Hollywood Reporter. გარდა ამისა, ფილმს ძალიან გაუჭირდა საუკეთესო ფილმების ათეულში მოხვედრა აშშ კინოგაქირავებაში დასვენების დღეებზე, მიუხედავად სოციალურ ქსელებში გამართული ფართომასშტაბური სარეკლამო აქციებისა და ისეთი ვარსკვლავების მხარდაჭერისა, როგორიცაა ლეონარდო დი კაპრიო, შერი, დები კარდაშიანები, ჯენიფერ ლოპესი და სხვები.

სომხეთსა და რუსეთში ფილმი „დაპირება“ აშშ-სთან შედარებით გვიან გამოვიდა ფართო ეკრანებზე, 2017 წლის 27 აპრილიდან, თუმცა საეჭვოა, რომ ამ ქვეყნებში ფილმის გაქირავებამ გადააჭარბოს უკვე შეგროვილ თანხას. ასე, რომ $5-6 მლნ. – ეს ფილმის მაქსიმალური შემოსავალია. $100 მილიონიანი ბიუჯეტით და მასობრივი რეკლამის გათვალისწინებით, თანაც, თუ გავითვალისწინებთ, რომ ფილმის ფართო ეკრანებზე გამოსვლა სპეციალურად დაამთხვიეს სასომხეთის „გენოციდის დღეებს“, ეს ნამდვილად სრული მარცხია.

ფილმი «დაპირება» შეიქმნა სომხური წარმომავლობის ამერიკელი მილიარდერის კირკე კერკორიანის უშუალო მხარდაჭერით. გასაგებია, ფილმის პროდიუსერები აღნიშნავენ, რომ ფილმი „დაპირება“ გამარჯვებაა, ვინაიდან ფილმის ძირითადი მიზანია „საზოგადოების ინფორმირება, და არა მოგებაზე გასვლა“. თუმცა, სინამდვილეში, იგივე კერკორიანს დიდი იმედი ჰქონდა, რომ ფილმი „ხარჯებს მაინც ამოიღება“.

შემთხვევითი არაა, რომ ფილმის რეჟისორი, სომხური ლობის დაკვეთით, გახდა ცნობილი რეჟისორი და მწერალი ტერი ჯორჯი, რომელმაც თავის დროზე მსოფლიო აღიარება მოიპოვა 2004 წელს გადაღებული ფილმით „სასტუმრო რუანდა“, რომელიც მოგვითხრობს რუანდაში ტუტსის ტომის გენოციდის შესახებ. ფილმის ბიუჯეტი შეადგენდა 17,5, ხოლო მოგებამ შეადგინა თითქმის 34 მილიონი კინოგაქირავებიდან. თუმცა მსგავსი შემოსავალი ფილმს „დაპირება“ „ნამდვილად არ ემუქრება“.

ფილმის „დაპირება“ სიუჟეტი აგებულია „კლასიკურად“– სასიყვარულო სამკუთხედზე. თუმცა მოქმედება ვითარდება პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, რასაც სომეხი ფანტასტი-ისტორიკოსები „სომეხთა გენოციდის“ სახით წარმოგვიდგენენ. ფილმის მთავარი გმირების როლებს ასრულებდნენ მსოფლიო კინოვარსკვლავები-კრისტიან ბეილი, ოსკარ აიზეკი და შარლოტა ლე ბონი. ფილმში ასევე მონაწილეობდნენ ჟან რენო, ჯეიმს კრომველი და ანჟელა სარაფიანი. ფილმის პრემიერა გაიმართა 2016 წლის 11 სექტემბერს ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე.

გასაგებია, რომ ფილმის „დაპირება“ წარუმატებლობა კინოგაქირავებაში, არის ჭეშმარიტად ნიჭიერი რეჟისორის, ტერი ჯორჯის პირადი მარცხი, რომელიც ძალიან ცდილობდა, რომ ფილმი საინტერესო ყოფილიყო მაყურებლებისათვის. თუმცა, მას არაფერი გამოუვიდა და სულაც არ არის ძნელი მისახვედრი, თუ რატომ.
საქმე იმაშია, რომ რეჟისორისათვის, რამდენად ნიჭიერიც არ უნდა იყოს ის, ძალიან რთულია ისტორიული სინამდვილის წინააღმდეგ წასვლა. რუანდაში ნამდვილად მოხდა ტუტსის ტომის გენოციდი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში რუანდის საზოგადოების ელიტას წარმოადგენდა და მათზე გენოციდი განახორციელა ხუტუს ტომის ექსტრემისტმა წარმომადგენლებმა.

ანუ თუ ამ ყოველივეს მივუსადაგებთ სომხებსა და თურქებს, გენოციდის მსხვერპლი ტუტსი უფრო ახლოს თურქებთან დგას, ვინაიდან სწორედ ისინი წარმოადგენდნენ „სახელმწიფოს დამაარსებელ“ ეთნოსს. რაც შეეხება ექსტრემისტებს ხუტუდან, რომლებმაც გენოციდი მოუწყვეს ტუტსის, ისინი თავისი მოტივაციით სომეხ ტერორისტებს გვაგონებენ. პირველ და მეორე შემთხვევაშიც ტერორისტები ილტვოდნენ შეექმნათ მონოეთნიკური სახელმწიფო, ერთნი-ტუტსისა და მეორენი - თურქებისა და მუსულმანების გარეშე.

სხვათა შორის, რუანდის გენოციდის ისტორიას გაგრძელებაც ქონდა. ცოცხლად გადარჩენილნი ტუტსის ტომიდან გაერთიანდნენ და ეთნიკურ ტუტსელ აჯანყებულებთან ერთად რუანდის პატრიოტული ფრონტიდან დარტყმა მიაყენეს და დაამარცხეს ხუტუს ექსტრემისტულ წარმონაქმნებს, რომლებიც სიმამაცეს მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებისას ავლენდნენ, თუმცა პირისპირ ბრძოლაში სიმხდალე გამოაჩინეს შეკრულ ბრძოლისუნარიან ფორმირებებთან დაპირისპირებაში.

შედეგად, რუანდელმა პატრიოტებმა, კერძოდ კი ტუტსის ეთნოსის წარმომადგენლებმა შეძლეს და ქვეყანაში წესრიგი დაამყარეს, აღკვეთეს მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდი. გენოციდში მხილებული დამნაშავეების ნაწილი დაიჭირეს და სასამართლოს გადასცეს, მათ მრავალწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მრავალმა მათგანმა უკვე მოიხადა კიდეც სასჯელი და დაუბრუნდა მშობლიურ კერას და მშვიდობიან ცხოვრებას.

რუანდის ციხეებში, მოგეხსენებათ, სულაც არ არის „საკურორტო“ პირობები, ამიტომ გენოციდის დროს ჩადენილი სასტიკი მკვლელობის გამო მრავალწლიანი სასჯელის მქონე პატიმართაგან ბევრს შეერყა ჯანმრთელობა იმ ციხეებში და სისოხლეც იქ დაასრულა.

გენოციდში დამნაშავეთა ნაწილმა მოახერხა საზღვარგარეთ გაქცევა, მათგან უამრავი ხუტუელი ექსტრემისტი მძიმე სენით დაიღუპა ან მოკლული იქნა კონგოსა და რუანდის დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის გაჩაღებულ სამოქალაქო ომში, მაგრამ არავის არ მოუვა თავში ამ ჯალათებს, რომელთაც ასეა თუ ისე სასჯელმა უწია, უწოდოს „გენოციდის მსხვერპლი“.

ზუსტად ასე «დაზარალდა» ბევრი სომეხი ტერორისტი, რომელთაც ბრალი მიუძღოდათ მშვიდობიანი მუსულმანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტაში. გასაგებია, რომ საკუთარი ექსტრემისტი თანამოძმეების გამო დეპორტირებულ სომხებს ძალიან გაუჭირდათ, თუმცა უმეტესობა მაინც გადარჩა და საკმაოდ მყარადაც მოიკიდეს ფეხი სხვადასხვა ქვეყანაში, მაშინ როცა ხუტუელი ექსტრემისტების ხელში-ტუტსის ხალხს, ისევე როგორც სომეხი ტერორისტების ხელში ჩავარდნისას თურქ მუსულმანებს პრაქტიკულად არ ჰქონდათ გადარჩენის მინიმალური შანსიც კი.

ტერი ჯორჯი სომხებმა დაიქირავეს, რათა მას გადაეღო ისტორიულ სინამდვილეზე აგებული ფილმი 1915 წლის სომეხი ისტორიკოსების მიერ თავიდან ბოლომდე გამოგონილი „სომხური გენოციდის“ შესახებ. თუმცა, ხელოვან ადამიანს არ ძალუძს სიმართლის წინააღმდეგ წასვლა დიდი ფულის სანაცვლოდაც კი. ტერი ჯორჯი ცდილობდა შემკვეთების ყველა მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა, თუმცა მას მოუწია შეეთხზა ამბავი, მთელი თავისი ფანტაზიისათვის მოეხმო, რომ ისტორიული სინამდვილის წინააღმდეგ წასულიყო.

საბოლოო ჯამში, მივიღეს ის, რაც მივიღეს. ფილმი «დაპირება», განსხვავებით სინამდვილის ამსახველი ფილმისაგან «სასტუმრო რუანდა», ნაკლებ დამაჯერებელი გამოდგა. მაყურებელმა იგრძნო სიყალბე და არ მიიღო მორიგი ძვირადღირებული სომხური აგიტაცია-პროპაგანდა.




KavkazPlus

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები