პოლიტიკა

დავით უსუფაშვილი საქართველოში მყოფ NDI-ის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო დელეგაციას შეხვდა

13.06.16 22:00


პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) წინასაარჩევნო სადამკვირვებლო დელეგაციის წევრებს: ლორა ჯუიტს (NDI-ის ევრაზიის რეგიონალური პროგრამების დირექტორი), პერ ეკლუნდს (საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი და ყოფილი ელჩი) და მელისა მუსიოს (NDI-ის ვაშინგტონის ოფისი, პროგრამების უფროსი მენეჯერი) შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში, 8 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებზე, კერძოდ, არჩევნებისთვის სამზადისზე, საარჩევნო პროცესის სუბიექტების პოლიტიკურ აქტივობებზე, საარჩევნო კანონმდებლობაზე და ზოგადად, საარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ წინასაარჩევნო სადამკვირვებლო დელეგაციის ვიზიტის მიზანია საქართველოში დემოკრატიული პროცესებისადმი საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის დემონსტრირება და საარჩევნო პროცესებისადმი საზოგადოების ნდობის გამტკიცება. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ხელისუფლების წარმომადგენლებს, საარჩევნო კანდიდატებს, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს, საარჩევნო ადმინისტრაციას, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 721


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები