ეკონომიკა

ბათუმიდან ურეკში ერთ საათში: დაინიშნა ახალი მატარებელიბათუმიდან ურეკში ერთ საათში: დაინიშნა ახალი მატარებელი

14.07.17 20:45


ბათუმსა და ურეკს შორის ახალი სარკინიგზო რეისი დაინიშნა, ნათქვამია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის განცხადებაში.

სარკინიგზო რეისი ბათუმი-ურეკი-ბათუმი ყოველდღე, დღეში ორჯერ შესრულდება და ბილეთის ღირებულება 4 ლარი იქნება.

300 მგზავრზე გათვლილი მატარებელი ბათუმიდან ურეკის მიმართულებით ყოველდღე 15:55 საათზე და 19:20 საათზე გავა, ურეკიდან ბათუმში კი 17:10 საათზე და 20:45საათზე დაბრუნდება. მგზავრობა 1 საათსა და 5 წუთს გაგრძელდება.

„ეს პროექტი განტვირთავს ბათუმი-ქობულეთი-ურეკის მაგისტრალზე ზაფხულის აქტიურ ტურისტულ სეზონზე არსებულ გადატვირთულ მოძრაობას. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ადამიანებს შევთავაზოთ იაფი, ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ზაფხულის სეზონზეა გათვლილი", — განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.


მატარებლის ბილეთის შეძენა სწრაფი გადახდის აპარატებში, ელექტრონულად და რკინიგზის სადგურის სალაროებშია შესაძლებელი, თუმცა მგზავრებს ბილეთის საფასურის გადახდა ვაგონშივე შეუძლიათ.

ბათუმი-ურეკის მატარებელი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და "საქართველოს რკინიგზის" ერთობლივი პროექტია.

ბოლო წლებში საქართველოში ტურიზმის სფერო დინამიურად ვითარდება. ზაფხულის სეზონზე ტურისტების ძირითადი ნაკადი აჭარაზე მოდის, ხოლო ტურისტების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილს ბათუმი წარმოადგენს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები