ეკონომიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე HCNM ოფისის დირექტორს შეხვდა

17.07.17 14:30


შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს თანამშრომლობას ეუთო-ს დამოუკიდებელ ინსტიტუტებთან, კერძოდ HCNM-თან. მინისტრის პირველმა მოადგილემ ოფისის დირექტორს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით. მისი მხრიდან ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნების, სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებისა და ე.წ. გამყოფი ხნულების გავლების აქტიურ პროცესზე, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ადგილობრივი მაცხოვრებლების მდგომარეობას.

დავით ზალკალიანმა HCNM-ის წარმომადგენელს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაციის ფაქტებზე. მათ შორის, ისაუბრა საოკუპაციო რეჟიმის მიერ შემოღებულ ე.წ. უცხოელთა შესახებ კანონზე, რომლის მიხედვითაც ადგილობრივი მოსახლეობა გამოცხადდა “უცხოელად“ თავისსავე ქვეყანაში და აიძულებენ აიღონ ე.წ. ბინადრობის დოკუმენტი.

შეხვედრისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები