ეკონომიკა

საგარეო სავაჭრო ბრუნვა წლის დასაწყისიდან 3%–ით გაიზარდა

14.06.16 15:55


საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ იანვარ–მაისში დაახლოებით 4,1 მლრდ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის ჩაუთვლელად), რაც 3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, იუწყება „საქსტატი“.

მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ექსპორტმა 780 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 12%-ით ნაკლებია 2015 წლის იანვარ–მაისის მაჩვენებელზე.

ქვეყნის ექსპორტის სტრუქტურაში ძირითადი ადგილი უკავია: ფეროშენადნობებს, მსუბუქ ავტომობილებს, შავი ლითონის ჯართს, დამუშავებულ და ნახევრად დამუშავებულ ოქროს, ტყისა და სხვა სახის თხილს და ა.შ.

გლობალური ეკონომიკა ჯერ კიდევ სუსტია და რეგიონის ქვეყნებს ჯერ ისევ აქვთ პრობლემები, რაც უარყოფითად აისახება საქართველოს საექსპორტო შესაძლებლობებზე.

იანვარ–მაისში იმპორტმა დაახლოებით 3,3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

იმპორტის სტრუქტურაში ძირითადი ადგილი უკავია: ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს, მსუბუქ ავტომობილებს, ნავთობგაზებსა და აირად ნახშირწყალბადებს, მარცვლეულს, ელექტროტრანსფორმატორებსა და სამკურნალო საშუალებებს.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2.5 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო ბრუნვის 62%-ია.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 847


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები