პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი NDI-ის წინასაარჩევნო პერიოდის შემფასებელთა მისიას შეხვდა

14.06.16 16:20


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდის შესაფასებლად ჩამოვიდნენ, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

დელეგაციის წევრების განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირველბად საქართველოს საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციები ესტუმრებიან.

საქართველოში არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება, წინასაარჩევნო კამპანია კი ოფიციალურად 8 ივნისს დაიწყო. ამჟამინდელი ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნებში 30-ზე მეტი პარტია გეგმავს მონაწილეობის მიღებას.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში არსებული წინასაარჩევნო სიტუაცია განიხილეს.
„ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან ვისაუბრეთ წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ სიტუაციაზე, კორცხელის ინციდენტზე. საუბარი გვქონდა ასევე, წინასაარჩევნო პერიოდში მედიაგარემოზე, შევეხეთ „რუსთავი 2“-ის თემასაც. ისინი ითხოვენ ახსნა-განმარტებას და გარკვეული პერსპექტივის დანახვას თუ როგორი შეიძლება იყოს მედია წინასაარჩევნო პერიოდში,“ — განაცხადა პოლიტიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ.

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად განაცხადები რეგისტრაციაზე 25 პოლიკტიკურმა პარტიამ შეიტანა.

პარტიებს, რომლებსაც პარლამენტში თავისი წარმომადგენელი ჰყავთ, განაცხადების შეტანა რეგისტრაციაზე არჩევნების დაწყებამდე 57 დღით ადრე შეუძლიათ, დანარჩენებს კი —1 აგვისტომდე. რეგისტრაციისათვის პარტიამ საჯარო რეესტრის სააგენტოში თავისი წესდება და რეგისტრაციის დოკუმენტი უნდა წარადგინოს.

ასევე 15 აგვისტომდე პარტიებმა ცესკო-ში 25 ათასი ამომრჩევლის სია უნდა წარადგინონ. იმ შემთხვევაში, თუ კი პარტიას პარლამენტში თავისი წარმომადგენელი ჰყავს, ის 1 ათასი ამომრჩევლის სიას წარადგენს.

ცესკო ვალდებულია ყველა პარტიის რეგისტრაცია არჩევნების დაწყებამდე 30 დღით ადრე დაასრულოს და თავის საიტზე პარტიების საბოლოო სია გამოაქვეყნოს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 478


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები