მსოფლიო

პირველად მსოფლიოში შემოღებულია საუკეთესო კანონი ბებიებისთვის

18.07.17 17:30


თურქეთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც საუკეთესო კანონი მიიღო ბებიებისთვის, იუწყება საიტი al-monitor.com.

ბავშვების მოვლა - ეს ყველაზე დიდი პრობლემაა დასაქმებული დედებისთვის. ძალიან ხშირად პატარებზე ზრუნვის მთელი პასუხისმგებლობა უფროს თაობაზე, ბებიებზე გადადის. ამიტომ თურქეთის მთავრობამ საუკეთესო კანონი მიიღო, რომელიც შესანიშნავ მოტივაციას აძლევს ბებიებს შვილიშვილების მოვლისთვის.

პროექტი თავდაპირველად თურქეთის ორ პროვინციაში განხორციელდება და პირველ ეტაპზე ათას ოჯახს მოიცავს. თუ 6 თვის შემდეგ ის დადებით შედეგებს აჩვენებს, კანონი ბებიების შესახებ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდება და მთლიანობაში 500 ათას ბებიას შეეხება.

ბებიების კანონი პენსიონერებს, რომლებიც თვეში დაახლოებით 240-250 აშშ დოლარს იღებენ პენსიის სახით, დამატებით შემოსავალს გაუჩენს - თანაც შინიდან გაუსვლელად.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები