ეკონომიკა

მებაჟეები ბაქო-თბილი-ყარსის რკინიგზის ამოქმედებისთვის ემზადებიან

18.07.17 18:45


აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის საბაჟო ორგანოების ხელმძღვანელების შეხვედრა ბაქოში 19 ივლისს ჩატარდება, იუწყება "Sputnik-აზერბაიჯანი" ქვეყნის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის განცხადებაზე დაყრდნობით.

სამი ქვეყნის საბაჟო სამსახურების ხელმძღვანელების მაღალი დონის შეხვედრა საერთაშორისო საბაჟო ორგანიზაციის პოტენციალის გაძლიერების საკითხებში რეგიონულ ევროპულ ოფისში ჩატარდება.

ბაქოში შეხვედრაში, სავარაუდოდ, მონაწილეობას მიიღებენ აზერბაიჯანის საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელი აიდინ ალიევი, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და თურქეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი ბიულენთ თუფენქჯი.

მხარეები ბაქო-თბილისი-ყარსის ტრანსსასაზღვრო სარკინიგზო დერეფნით ტვირთების გადაზიდვის ფარგლებში საბაჟო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს განიხილავენ.

სავარაუდოდ, შეხვედრის შედეგების მიხედვით მიიღებენ "ერთობლივ განცხადებას აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთს შორის საბაჟო სფეროში სამმხრივი კავშირების გამტკიცების შესახებ".

შეხვედრის წინ სამი ქვეყნის ექსპერტები საბაჟო თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხებს განიხილავენ.

ასევე სპეციალისტები აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და თურქეთიდან, რომლებიც წარმოადგენენ შინაგან საქმეთა, საბაჟო და რკინიგზის ორგანოებს, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ექსპლუატაციის დაწყებასთან დაკავშირებით განიხილავენ საბაჟო და სასაზღვრო გამშვები პროცედურების ორგანიზაციის საკითხებს, ოპერაციებს ინფორმაციების პირველადი გაცვლის თაობაზე, პირველადი საბაჟო დოკუმენტების შედეგების აღიარებას საერთაშორისო გადაზიდვებთან დაკავშირებით და სხვა საკითხებს.

ბაქო-თბილისი-ყარსის ექსპლუატაციის დაწყებიდან პირველ ეტაპზე იგეგმება 1 მლნ მგზავრისა და 6,5 მლნ ტონა ტვირთის გადაზიდვა, მეორე ეტაპზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ შეიძლება წელიწადში 17 მლნ ტონა შეადგინოს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები