პოლიტიკა

რუსმა სამხედროებმა აფხაზეთის ტერიტორიაზე სწავლება ჩაატარეს

14.06.16 16:40


რუსმა სამხედროებმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მორიგი სწავლება ჩაატარეს. როგორც რუსეთის სამხედრო-ადმინისტრაციულ ერთეულში, სამხრეთის სამხედრო ოლქში აცხადებენ, სწავლების ფარგლებში რუსმა მზვერავებმა „მთიან ტერიტორიაზე დამალული პირობითი დივერსანტების ლიკვიდირება მოახდინეს“.

სწავლებაში, რომელიც „ცაბალის“ სამხედრო პოლიგონზე ჩატარდა, რუსული სამხედრო ბაზის 100-მდე მზვერავი და სამხედრო ტექნიკის 20-მდე ერთეული მონაწილეობდა.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 433


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები