პოლიტიკა

საქართველო მზადაა საკუთარ თავზე ნატოს წევრის ვალდებულებები აიღოს

18.07.17 21:15


პრემიერი: საქართველოს ხელისუფლება მზადაა, საკუთარ თავზე აიღოს ნატოს წევრი ქვეყნის თანაბარი პასუხისმგებლობა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უცხოეთში საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების ყოველწლიურ შეხვედრაზე თბილისში.

მისი თქმით, საქართველოს ჩრდილოატლანტიკური პერსპექტივების დადასტურებაა წელს თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ჩატარება.

"მაისის საპარლამენტო ასამბლეა ორგანიზაციის თითქმის 70-წლიან ისტორიაში იყო სულ მეხუთე შემთხვევა, როდესაც ეს უმნიშვნელოვანესი ღონისძიება არაწევრ სახელმწიფოში ჩატარდა. ოთხივე ის ქვეყანა, რომელმაც მანამდე ნატოს საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლა, დღეს ორგანიზაციის წევრი გახლავთ", — აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის "პარტნიორობა მშვიდობისათვის" მონაწილე გახდა. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლიდან საქართველო–ნატოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა.

2011 წელს საქართველომ ნატოს "ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსის სამიტზე დაამტკიცეს განსახორციელებელი ზომების პაკეტი, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას შეუწყობს ხელს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები