პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი - მე არ ვაპირებ პარლამენტში დარჩენას, მე ვაპირებ იმ თანამდებობაზე ყოფნას, სადაც დღეს ვარ

14.06.16 17:10


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, არჩევნების შემდეგ პარლამენტში დარჩენას არ აპირებს. გიორგი კვირიკაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც შესაძლოა არჩევნების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარედ გიორგი კვირიკაშვილი აირჩიონ.

„გუშინ ატყდა ერთი ამბავი ამ საკითხთან დაკავშირებით. მე არ ვაპირებ პარლამენტში დარჩენას. გამორიცხულია. მე ვაპირებ იმ თანამდებობაზე ყოფნას, სადაც დღეს ვარ, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი“, - განაცხადა გიორგი კვირიკავილმა.

პრემიერმა განმარტება გააკეთა პირველ ვიცე-პრემიერად დიმიტრი ქუმსიშვილის დანიშვნაზე.

„ეს იმით არის გამოწვეული, რომ მე და კახი კალაძე ვიქნებით ძალიან აქტიურად ჩართული არჩევნებში და ეკონომიკურ გუნდს სჭირდება ძალიან კარგი კოორდინაცია, აქედან გამომდინარე, არის გამოწვეული ეს დანიშვნა, ამიტომ ყველანაირი მითქმა-მოთქმა და სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით არის უადგილო“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები